გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერის გიორგი ახვლედიანის ინფორმაციით, პარტია ქართული ოცნება ხვალ უნდა შეიკრიბოს და სწორედ ყრილობაზე მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა სახის დათმობებზე წასასვლელად არიან მზად ისინი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით.
"ხელისუფლებამ სამი კვირის წინ დადო პირობა, რომ 15 აპრილი კონკრეტული შეთანხმებისა და პროდუქტის დღე იქნებოდა. დღეს კი ხელისუფლება გვიგზავნის გზავნილს, რომ ხვალ, შაბათს ბოლოსდაბოლოს მოიცლიან და ჩვენს შეთავაზებაზე იმსჯელებენ. ამიტომ მწვავე შეფასებებისგან დღეს თავს შევიკავებ, იმიტომ რომ მერე პროცესების განვითარება ოპოზიციის ნაჩქარევ განცხადებებს არ დაბრალდეს. ერთ დღესაც მოვიცდით. რაც შეეხება ინტერპარტიული ჯგუფის მიმდინარე შეხვედრას, დღეს იქნება კონკრეტული ინფორმაციის გაანალიზება და დავსახავთ სამომავლო მოქმედების გეგმებს"- აღნიშნა ახვლედიანმა "ნიუპოსტთან".
მასალის გამოყენების პირობები






