"ასეთ უძლურებაში მყოფ ხალხს, რატომ გქვიათ ხელისუფლება?"- ხერხეულიძე მმართველ გუნდს აკრიტიკებს
პოლიტიკა - 15:18, 15 Apr, 2016     1468
”სისხლის სამართლის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც პირადი და ოჯახური საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს პარლამენტში მწვავე განხილვის თემა გახდა. ოპოზიციის მოსაზრებით ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ცვლილებები მოჩვენებითია და პრობლემის რეალურად მოგვარების სურვილი და შესაძლებლობა ხელისუფლებას არ აქვს. ენმ-ს წევრმა ეკა ხერხეულიძემ მმართველ გუნდს თვალთვალის და შანტაჟის ის ფაქტები შეახსენა, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ განხორციელდა:

„მაინტერესებს ვინ დაისაჯა , როდესაც მოსამართლის თანაშემწეს აშანტაჟებდნენ და ავალებდნენ რომ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინა მოსამართლის ოთახში? ვინ დაისაჯა, როდესაც ნიკა გვარამიას აშანტაჟებდა ხელისუფლება და ეუბნებოდა, რომ თუ არ დანებდებოდა და არ ჩააბარებდა რუსთავი2-ს, მას პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოს გამოუქვეყნებდნენ. ვინ აშანტაჟებდა ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს? ფარესაშვილზე დღემდე ხმა არ ისმის. თუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ეს 4 ფაქტიც არის წინა ხელისუფლების მიერ დაკვეთილი , მაშინ თქვენ ასეთ უძლურებაში მყოფ ხალხს, რატომ გქვიათ ხელისუფლება? თუ ეს ასე არ არის მაშინ მაინტერესებს ადამიანები, რომლებიც ვერ ადგენთ ამ ფარული ჩანაწერების წარმომავლობას, თქვენი მმართველობის პერიოდში, მაშინ როგორ უნდა გაიგოთ მტრულად განწყობილი სახელმწიფოს თავდასხმა ჩვენს ქვეყანაზე.“- განაცხადა ეკა ხერხეულიძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42