ლეონიდ ჩერნოვეცკიმ საარჩევნო სიის პირველი ათეული შეადგინა
პოლიტიკა - 14:05, 15 Apr, 2016     7707

„ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიული სიის პირველ ათეულთან და ასევე სიის სხვა კანდიდატების შერჩევის წესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

ძვირფასო მეგობრებო, მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატების სიის პირველი ათეული უკვე შევარჩიეთ! მათ უახლოეს მომავალში ჩემს გვერდზე განსახილველად წარგიდგენთ! ძალიან მიხარია და ვამაყობ იმით, რომ ჩემს პოლიტიკურ მოძრაობას “ბედნიერი საქართველოსთვის” ბევრი თქვენგანი უერთდება!
ამავე დროს, გადავწყვიტე თქვენი დახმარებით შევარჩიო პარტიული სიის წევრობის მსურველი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები.

პირველად, საქართველოს ისტორიაში პარლამენტში ისეთ ადამიანებს მოვიყვან, რომლებიც ჭეშმარიტი პატრიოტები არიან, უბრალო ცხოვრებით ცხოვრობენ და ისეთივე პრობლემები აქვთ, როგორიც ქართველი ხალხის უმრავლესობას! ისინი მთელი თავისი ძალისხმევით იბრძოლებენ ისეთივე რიგითი მოქალაქეების უფლებების დასაცავად, როგორებიც თვითონ არიან! ისინი გადაწყვეტილებებს მიიღებენ არა ფულისა და პირადი პრივილეგიების მისაღებად, არამედ საკუთარ სინდისსზე და ღირსებაზე დაყრდნობით! მოგმართავთ თქვენ, ჩემი გვერდის პატივცემულო მკითხველებო, გააზიარეთ ეს პოსტი და დამეხმარეთ, რომ ერთად, სოციალური ქსელის მეშვეობით ავირჩიოთ „ბედნიერი საქართველოსთვის“ პარტიული სიის ღირსეული წევრები - მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის წესით ასარჩევი კანდიდატები. ამგვარად თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენს ინტერესებს საიმედო ადამიანები იცავენ პარლამენტში. ქართველი ხალხი ახალი, ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების რეალურ შესაძლებლობას მიიღებს!

თითოეული ადამიანის კანდიდატურას განვიხილავთ საჯაროდ ჩემს სოციალურ გვერდზე და თქვენ თავად შეძლებთ იმ ადამიანების შერჩევას, ვისი ხილვაც გსურთ პარლამენტსა და რეგიონებში.
მნიშვნელოვანია, რომ ჩემს პარტიულ სიაში იყვნენ: ახალგაზრდების და სოციალურად დაუცველი ადამიანების წარმომადგენლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, დევნილთა, მარტოხელა დედების, სოფლის მაცხოვრებლების და ყველა იმ ადამიანის წარმომადგენლები, რომელთაც ხელისუფლების ყურადღება აკლიათ და ევროპული ქვეყნისთვის შეუფერებელ გაჭირვებაში ცხოვრობენ. მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები ძალიან ენერგიულად იცავდნენ იმათ უფლებებს, ვისაც წარმოადგენენ და შემომთავაზონ იდეები, თუ რა კანონებია საჭირო, მე კი საქართველოში მოქმედ საუკეთესო იურისტები მეყოლება, რომლებიც ამ იდეებს განახორციელებენ.

ყველას, ვისაც სურს ჩემს გუნდში ყოფნა პარლამენტში გთხოვთ, ამ ელექტრონულ ფოსტაზე listhappypeople@gmail.com გამოგზავნოთ:

1. თქვენი რეზიუმე;

2. მიუთითოთ სასურველი თანამდებობა: პარლამენტის დეპუტატი: მაჟორიტარული თუ პროპორციული წესით გსურთ კანდიდატურის წამოყენება;


3. მოგვწერეთ საკუთარი ხედვა თქვენს რეგიონში არსებული ძირითადი 5 პრობლემის შესახებ და დეტალურად ჩამოაყალიბეთ ამ პრობლემების გადაჭრის გზები.

ჩვენ გავაგრძელებთ მიმოწერას, სანამ ბოლომდე არ დავრწმუნდებით კანდიდატის შესაბამისობაში იმ მოთხოვნებთან, რომლებიც გაგვაჩნია. შემდგომ კი ამ მიმოწერას საჯაროდ გამოვაქვეყნებთ, რათა თქვენ, ძვირფასო მეგობრებო, განიხილოთ თითოეული კანდიდატი და მირჩიოთ ვინ შევიყვანო პარტიულ სიაში და ვინ არა!

ვთხოვ ყველას, ვინც საკუთარი სამშობოლოს მომავლისადმი არ არის გულგრილი, შემოგვიერთდით! დარწმუნებული იყავით, რომ ჩემი გუნდის თითოეული წევრი მხოლოდ პიროვნული და პროფესიოული თვისებების მიხედვით იქნება შერჩეული და არა ნაცნობობით და ახლობლობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42