პარლამენტში, სესიაზე დეპუტატები სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ. ინიციატივის მიხედვით პირადი ცხოვრების ხელყოფა მძიმე კატეგორიის დანაშაულებათა რიცხვში გადადის.
სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩიორა თაქთაქიშვილმა „რესპუბლიკურ პარტიას“ ხელისუფლების მოქმედებებსა და უმოქმედობებზე პასუხისმგებლობა დააკისრა:
„თქვენ ხმა მიეცით ვახტანგ გომელაურის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მონის დანიშვნას უსაფრთხოების სამსახურის უფროსად. ეს სწორედ ის უწყება არის, რომელიც ადამიანის პირად ცხოვრებას იყენებს და კადრულობს, ჯერ გამოაქვეყნოს ასეთი მასალა, შემდგომში არ გამოძიოს და ასეთი დამოკიდებულებით წაახალისოს მომავალში ადამიანის დაშანტაჟება, დატერორება და მორალური მკვლელობა. ნამდვილად, „რესპუბლიკური პარტია“ არის პასუხისმგებელი დღევანდელი მთავრობის მოქმედებებზეც და უმოქმედობაზეც“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






