ბაღების მართვის სააგენტო კადრებს კანონის დარღვევით ათავისუფლებს - თორდინავა ცვლილებებს ადასტურებს
პოლიტიკა - 14:35, 15 Apr, 2016     1888
"ნიუპოსტი" აგრძელებს ბაგა ბაღების მართვის სააგენტოში მიმდინარე პროცესების აქტიურ გაშუქებას. ჩვენთვის დღეს ცნობილი გახდა, რომ შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი და კიდევ სამი თანამშრომელი დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლებული პირები მედიასთან ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში გვითხრეს, რომ "პოლიტიკური მოტივით გაათავისუფლეს და ამ ფაქტს სასამართლოში უახლოეს პერიოდში გაასაჩივრებენ".

გათავისუფლებულთა შორისაა დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ეკატერინე ძნელაძე, რომელიც ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თემურ თორდინავას მოადგილე იყო.

ძნელაძის შემთხვევაში ხაზგასალმელია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება : კანონის თანახმად, დამსაქმებელს არ აქვს უფლება დეკრეტული შვებულების პირობებში სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც ეს ძნელაძის შემთხვებაში მოხდა. მას იცავს კანონი საჯარი სამსახურის შესახებ და შრომის კოდექსი, კერძოდ კი, ვიდრე ახალდაბადებული არ გახდება 3 წლის, მშობლის გათავისუფლება კანონდარღვევაა.

"ნიუპოსტთან" სანდო წყარო ყვება, რომ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დაწყებული საკადრო წმენდა ნარმანიას უწყებაში, დავით ნარმანიას ერთ-ერთი მოადგილის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი, გიორგი ლილუაშვილის მიერ დაიგეგმა.

სწორედ მის სახელს უკავშირდება მერიაში იმ თანამშრომლების გათავისუფლების გადაწყვეტილება, რომლებიც კონკურსის წესით არიან შერჩეული. წყაროს ინფორმაციით, ლილუაშვილის მისვლის შემდეგ ამ ადამიანებს განცხადებები დააწერინეს.

ლულუაშვილს მადა ბაღების მართვის სააგენტოში კიდევ უფრო გაუმძაფრდა. თავდაპირველად, თორდინავას უწყების მონიტორინგის სამსახურის და კადრების განყოფილების უფროსები გაათავისუფლეს და ეს პოზიციები “სანდო პირებს“ ჩააბარეს.

სწორედ მაშინ უნდოდათ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ეკა ძნელაძის გათავისუფლება მაგრამ ინფორმაციამ გაჟონა და ძნელაძემ, სამსახურის დაკარგვის შიშით, დეკრეტული შვებულება ვადაზე ადრე შეწყვიტა და დაკავებულ თანამდებობას დაუბრუნდა.

თუმცა სამსახურიდან მალევე გაათავისუფლეს, მისი ადგილი კი ლილუაშვილის კადრმა მაია ქობალიამ დაიკავა.

ჩვენი ინფორმაციით, ქობალია ააიპ საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში აუდიტის სამსახურიდან გადაიყვანეს. მერის მოადგილესთან ქობალიას ნაცნობ-მეგობრობას ქუთაისური ფესვები აქვს.


"ნიუპოსტი" ბაღების მართვის სააგენტოში დაწყებული წმენდის სამართლებრივ მხარეზე სამართლის ექსპერტს ირაკლი კობიძეს ესაუბრა.

"შრომის კოდექსის თანახმად, დეკრეტში მყოფი ქალბატონის სამსახურიდან დათხოვნა დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა თუ მან უხეშად არ დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით დადგენილი დისციპლინარული ნორმები. არის მეორე შემთხვევაც, შრომის კოდექსის თანახმად, ადამიანი შეუძლიათ სამსახურიდან გაუშვან იმ შემთხვევაში, როცა რეორგანიზაცია ხდება"- აღნიშნა კობიძემ.

სწორედ რეორგანიზაციით ახსნა ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას ხელმძღვანელი პირების სამსახურიდან გაშვების ფაქტი.

"ვადასტურებ, რომ თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ფინანსებისა და ეკონომიკურ სამსახურში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. როგორც თქვენთვის ცნობილია, რეორგანიზაცია ნებისმიერ სამსახურში ნორმალური მოვლენაა და სისტემის გაჯანსაღებას ემსახურება. მსგავსი ტიპის ცვლილებები თვეების წინაც განხორციელდა"- უთხრა "ნიუპოსტს" თემურ თორდინავამ.

ამ უკანასკნელმა კონკრეტულად დეკრეტულ შვებულებაში მყოფი ძნელაძის გათავისუფლების მიზეზებზე არ ისურვა საუბარი.

"მე კონკრეტულ გვარებს ვერ ვისაუბრებ, ვადასტურებ მხოლოდ იმას რომ ცვლილებები განხორციელდა"- ამბობს თორდინავა.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კატეგორიულად უარყოფს ამ პროცესებში გიორგი ლილუაშვილის მონაწილეობას, მით უფრო იმ ინფორმაციას, რომ თბილისის მერის შემდეგი გადაწყვეტილება სწორედ თორდინავას გათავისუფლებაა.

"ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არ არის სწორი, არ არის მართალი. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინფორმაციას, რომელსაც თქვენ ფლობთ დეზინფორმაციას ვუწოდებ"- აღნიშნა ჩვენთან საუბარში თემურ თორდინავამ, რომელიც თბილისის მერის ნათესავია.

დავით ჯაბაშვილი






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42