თინათინ ხიდაშელი გენერალ ჯონ ალენს შეხვდა
პოლიტიკა - 13:51, 15 Apr, 2016     1084

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი სლოვაკეთის რესპუბლიკაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმს ესწრება. ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. დღეს თინათინ ხიდაშელი ISIL -თან ბრძოლის გლობალურ კოალიციაში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილ სპეციალურ წარმომადგენელს გენერალ ჯონ ალენს შეხვდა.

ამერიკელ გენერალთან შეხვედრაზე საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები და აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ჯონ ალენმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და მზადყოფნა გამოთქვა, დახმარება გაუწიოს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივი ურთიერთობის კიდევ უფრო გააქტიურებაში.

მხარეებმა საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებაც ისაუბრეს. როგორც ჯონ ალენმა აღნიშნა, მას ძალიან ეამაყება, რომ ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მსახურობდა. ამერიკელმა გენერალმა თავდაცვის მინისტრს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

სლოვაკეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია თინათინ ხიდაშელის მაღალი დონის შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდრე ვერშბოუსთან, ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკურ საკითხებში ჯეიმს აპატურაისთან და სლოვაკ კოლეგასთან პეტერ გაიდასთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42