"სანამ ოფიციალურ პასუხს არ მივიღებთ, ეს ყველაფერი არის არაოფიციალური კომუნიკაცია, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრების მეორე რაუნდის მოსაწყობად. ველოდებით მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს, სადაც საბოლოოდ გაივლიან ყველა საკითხს. ამის შემდეგ ჩვენ ოფიციალურად მოვითხოვთ ხუთივე პუნქტზე მათ პოზიციას"- აღნიშნა ქარდავამ.
მისი თქმით საარჩევნო სისტემის კარდინალური ცვლილებისთვის საჭიროა სისტემის რეფორმირება.
"ჩემი აზრით სისტემის რეფორმირება საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია კანონის დონეზე. ამასთან არსებობს უამრავი მეთოდი, რომ გარდამავალი ეტაპი შევქმნათ. რის შემდეგაც სრული სისტემის გაჯანსაღება უნდა მოხდეს. საბოლოო ჯამში ყველაფერი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. გადაწყვეტილება არის ძალიან მარტივი, თუ ხელისუფლებას სურს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება სურს. თუ მმართველ ძალას არ უღირს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება იმის ფასად, რომ შეიძლება მან უმრავლესობა დაკარგოს, მაშინ ხელისუფლება აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში ოქტომბრის არჩევნებზე ან მის შემდგომ პერიოდში"- განმარტა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






