როგორც, განათლების მინისტრის მოადგილემ, ლადო მგალობლიშვილმა განაცხადა, საუბარია თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და ვიზიტორთა შემოსვლის მონაცემების წაშლაზე, რომელიც კონკრეტულ საქმეზე სასამართლოში მტკიცებულებას წარმოადგენდა.
როგორც, ლადო მგალობლიშვილი ვარაუდობს, სამინისტროს თანამშრომლებმა ინფორმაცია “გარე ძალების” მითითებით გაანადგურეს, ამიტომაც აღნიშნულ საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.
„ერთ-ერთმა თანამშრომელმა უარი თქვა აღედგინა წაშლილი ინფორმაცია ხელმძღვანელი პირის მითითებისამებრ. ის შემოიჭრა მინისტრის მოადგილის კაბინეტში და აგრესიული, არაკორექტული ფორმით შეეცადა თავის მართლებას. ასევე ახდენდა ფარულ აუდიო ჩაწერას შემდგომ დისკრედიტაციის მიზნით. მივიღეთ გადაწყვეტილება, აღნიშნული პირების სამსახურისთვის ჩამოშორების შესახებ”, – აღნიშნა ლადო მგალობლიშვილმა.
წყარო "გურიის მოამბე"
მასალის გამოყენების პირობები






