საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძე არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე განცხადებას აკეთებს. მინისტრის განმარტებით, ეს სიტუაცია პოლიტიკური თამაშის საფუძველი არ უნდა გახდეს.
„პრემიერ-მინისტრმა ძალიან კარგი განმარტებები გააკეთა გუშინ მთავრობის სხდომაზე, თუმცა, პრეზიდენტმა სრულიად გაუგებარი განცხადებები გააკეთა 5 თვით ადრე საარჩევნო კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა, ამას მხოლოდ პრეზიდენტი ვერ წყვეტს, ეს უნდა მოხდეს ურთიერთშეთანხმების შედეგად, შესაბამისად იქნება გაკეთებული განცხადება, რომ 8 ივლისიდან დაიწყოს წინასაარჩევნო კამპანია. დაპირისპირებას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, რომ თავიდან იყო გაუგებრობა, შესაძლოა კანცელარიის მხრიდან, ჩვენი მხრიდან იყო ინფორმაცია არასწორად მიწოდებული, ეს არ უნდა ვაქციოთ პოლიტიკურ თამაშად და ერთმანეთის ჯიბრში ჩადგომად“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






