არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისში შეიკრიბებიან. განსახილვევლ საკითხთა შორის იქნება ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მმართველი გუნდისთვის შეთავაზებულ სახითხებზე, ხელისუფლების პოზიცია.
ინტერპარტიულის წევრებსა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის პირველი რაუნდის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებების გაცხადების დედლაინი 15 აპრილი იყო.
უახლოეს დღეებში დაგეგმილია შეხვედრის მეორე რაუნდი, ინტერპარტიული ჯგუფი კი დღეს ედპ-ს ოფისში შიდაკონსულტაციებისთვის შეიკრიბება. შეხვედრა დახურულ ფორმატში 12:00 საათზე დაიწყება, მედიას კი 13:00 საათზე მიეცემა საშუალება კონსულტაციების შესახებ ინფორმაცია მიიღოს.
აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს გარკვეული ვარიანტები შესთავაზა, დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ვარიანტების განხილვასა და საერთო პოზიციაზე შეჯერაბას დაეთმობა.
მასალის გამოყენების პირობები






