დეპუტატები პრემიერსა და პრეზიდენტს არჩევნების თარიღზე შეჯერებისკენ მოუწოდებენ
პოლიტიკა - 10:40, 15 Apr, 2016     596

საპარლამენტო არჩევნების თარიღის ცვლილებას საქართველოს პარლამენტის დეპუტატები არ გამორიცხავენ, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების აზრით, არჩევნების თარიღზე პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი უნდა შეთანხმდნენ.

„ოქტომბერში რომ ჩატარდებოდა არჩევნები, ეს კანონით არის განსაზღვრული, მაგრამ რიცხვი უნდა განსაზღვროს პრეზიდენტმა. ამის განსაზღვრა ასეთ პრობლემას იწვევდეს, ნამდვილად არასერიოზულად მიმაჩნია“, - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ოპოზიციას სრულფასოვანი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

„ხელმოწერის დაყოვნებით მთავრობა ცდილობს შეუზღუდონ ოპოზიციას სრულფასოვანი კამპანიის წარმოების საშუალება და ამ გზით ჩაებღაუჭონ ძალაუფლებას. რანაირი პროცედურული ხრიკებიც არ უნდა გამოიყენოს მთავრობამ, განწირულია იმისათვის, რომ მას ხალხმა ნდობა არ გამოუცხადოს“, - აღნიშნავს გიორგი კანდელაკი.

პრეზიდენტის ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე „რესპუბლიკელებიც“ საუბრობენ.

„მე არ მესმის რატომ უნდა გაუჩნდეს მთავრობას, პრემიერს სხვა მოტივაცია მაისის დასაწყისში, რომ პრეზიდენტის მიერ ასე სასწრაფოდ და ნაჩქარევად დაანონსებული, რომ მაისში დანიშნავს არჩევნებს, ამჟამად მისაღები აღმოჩნდეს პრემიერისთვის“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მხარეებს კონსულტაციების დაწყებისკენ კი „თავისუფალი დემოკრატები“ მოუწოდებენ.

„რეალურ საფრთხეს არჩევნების თარიღის გადაწევასთან მიმართებით ვერ ვხედავ, მაგრამ არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ ამ ინსტიტუციონალურ ბრძოლას წერტილი. უნდა მოხდეს მოლაპარაკება პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის. იმასთან დაკავშირებით თუ როდის გამოცხადდება და როდის შეწყდება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესაძლებლობა“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42