ჩიხრაძის თქმით, თუ რესპუბლიკელებს სურთ დიდი ხნით დარჩნენ თანამდებობაზე, ეს მათი პრობლემაა და არა დანარჩენი პოლიტკური სპექტრის. პრეზიდენტის მრჩეველი ამბობს, რომ სწორედ დავით უსუფაშვილი ითხოვდა ყოველთვის პრემიერისა და პრეზიდენტისგან, საარჩევნო თარიღის დროულად გამოცხადებას.
,,ვის ემუქრებოდა და ვის მოუწოდებდა დათვი უსუფაშვილი, რომელიც რესპუბლიკური პარტიის ლიდერია, რომ პირველ ოქტომებრს, ადრე მომხდარიყო არჩევნების თარიღზე ჩამოყალიბება და რომ დროულად გაემართათ კონსულტაციები პრეზიდენტსა და პრემიერს. მითუმეტეს, რესპულიკური პარტიისგან გაუგებარია ასეთი პოზიცია, რომელიც დღეს კოალიციაში არ არის და რომელიც წინა პერიოდში ყოველთვის ითხოვდა მმართველი ძალისაგან და პრეზიდენტისგან, რომ დროულად მომხდარიყო ამის გაცხადება. მე მიჭირს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, თუ ეს უკავშირდება კონკრეტული მინისტრებისგან თანამდებობის დატოვებას, ეს სამართლებრივი პროცესი იმუშავებდა 2 თვით ადრე გამოცხდების პირობებშიც და თუ რესპუბლიკური პარტიას აქვს ის პრობლემა, რომ არჩევნებში ცალკე გადის, მაგრამ უნდა რომ დიდხანს დარჩეს თანამდებობაზე, მაპატიეთ, მაგრამ ეს უკვე არის რესპუბლიკური პარტიის პრობლემა და არა მთელი პოლიტიკური სპექტრის“ - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
მასალის გამოყენების პირობები






