საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო კამპანიის არჩენებამდე სამი თვით ადრე დაწყებასთან დაკავშირებით, პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია ეხმაურება:
“მიუღებელია ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება საქმის მიმართ, არაერთხელ ავღნიშნე, რომ როდესაც ორი პოლიტიკური ლიდერი აცხადებს გარკვეულ თარიღს არჩევნებთან დაკავშირებულს, აქ უფრო მეტი შრომა ჩაედოთ აპარატებს, იმ ადამიანებს ვისაც სამართლებრივი მხარე უდნა შეემოწმებინათ, მაგრამ ახლა ბუნებრივია, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული იყოს რაც შეიძლება ადრე თარიღი არჩევნების და რაც ადრე დაიწყება კამპანია მით უკეთესია პოლიტიკური ძალებისთვის, რომ მოემზადონ და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიაწოდონ ხალხს ინფორმაცია და ხალხმა შემდეგ ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს“ - აღნიშნა ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






