"ამ ინფორმაციას არ ვადასტურებ, არც მოლაპარაკებები ყოფილა ბატონ ღარიბაშვილთან"- აღნიშნა კვიჟინაძემ.
რაც შეეხება პარტიის ლიდერს, ჩვენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, ზვიად ძიძიგურმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.
ღარიბაშვილსა და კონსერვატორებს შორის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია დღეს kvirispalitra.ge- მ გაავრცელა.
გამოცემა ირწმუნება, რომ ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პარტიის სიის პირველი ნომერი იქნება.
ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2013 წლის 20 ნოემბერს აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი შეცვალა. მანამდე ღარიბაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ხელისუფლებაში მოსვლამდე კი ფონდ “ქართუს” ხელმძღვანელობდა.
“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” 2014 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილი კორუფციაში დაადანაშაულა. კერძოდ იმაში, რომ ხელს უწყობდა მისი სიმამრის თამაზ თამაზაშვილის დისშვილს ზვიად ჯანყარაშვილს, რომელიც შსს-ს გენინსპექციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტი გასული წელს, 23 დეკემბერს დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები






