2015 წელს, ყოფილმა პრემიერმა მედიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
პოლიტიკა - 16:50, 14 Apr, 2016     1931

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. საქართველოს ნაწილში დეპარტამენტი წერს, რომ "2015 წლის მანძილზე ხელისუფლება განაგრძობდა ყოფილი მაღალჩინოსნების სამართლებრივ დევნას - თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ჩადენილი დანაშაულის ფართო სპექტრის ბრალდებებით". დოკუმენტის თანახმად, OSCE/ODIHR-ის მონიტორინგმა, რომელიც 14 სასამართლო პროცესს აკვირდებოდა, 2014 წლის დეკემბრის ანგარიშში დაასკვნა, რომ სისტემური ხარვეზები სისხლის სამართლის სისტემაში სამართლიანი სასამართლოს არსებობას ხელს უშლიდა.

"არასამთავრობო ორგანიზაციები და სამართლის სფეროში მონიტორინგის ჯგუფები სასამართლო პროცესების გაჭიანურებაზე საუბრობდნენ. სისხლის სამართლის საქმეები ხშირ შემთხვევაში იწელებოდა ან გაურკვეველი ვადით გადაიდებოდა ცხრათვიანი წინასწარი პატიმრობის ვადის გასვლის მიუხედავად. მაგალითისთვის, თბილისის ყოფილი მერის სისხლის სამართლის საქმის გამოძიება 2 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, ის 2013 წელს დააკავეს" - წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, "ოპოზიციური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პატიმრების ოჯახის წევრები მიუთითებდნენ, რომ დაკავებულები ხელისუფლების პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, თბილისის მერი და ქუთაისის პარლამენტში დეპუტატზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული რუსთავი 2-ის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები".

სახელმწიფო დეპარტამენტი ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებზეც წერს.

"15 სექტემბერს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ოზურგეთში ვიზიტის დროს, პოლიციის ოფიცერმა მაესტროს ჟურნალისტი, რომელიც იმ დროს პრემიერს მისთვის არაკომფორტულ კითხვას უსვამდა, წინასწარი განზრახვით გასწია და მის მიმართ სიტყვიერი მუქარა გამოიყენა.

ძალოვანი უწყებები არ ყოფილან ერთადერთნი, ვინც მედიას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტში გამართულ კონფერენციაზე მედია დაადანაშაულა იმაში, რომ ისინი მთავრობის საქმიანობას არასათანადოდ აშუქებდნენ, მაშინ პრემიერმა თქვა, რომ მედია ქვეყანაში "ქაოსის" დათესვას ცდილობდა და მოსახლეობას წინასწარი განზრახვით "სრულიად განსხვავებულ რეალობას უხატავდა" - ნათქვამია ანგარიშში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42