აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ელსას შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 16:32, 14 Apr, 2016     855
აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია - საქართველოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ბიურო იღებს ვალდებულებას ელსას წევრ 20 სტუდენტს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობენ, 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტაროს. სტუდენტები აღსრულების ეროვნულ ბიუროში ზოგად კურსს აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში 18-დან 22 აპრილამდე გაივლიან.

პროექტის ამოცანაა, სტუდენტებმა მიიღონ ინფორმაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის შესახებ. სემინარის ფარგლებში ისინი გაეცნობიან საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართება დისკუსიები და განიხილება რეალური შემთხვევები. მათ ექნებათ შესაძლებლობა პირადად დაესწრონ სააღსრულებო წარმოების გარკვეულ ეტაპებს.

მომავალი იურისტები ასევე მოისმენენ პრეზენტაციებს იძულებითი აუქციონის, მოვალეთა რეესტრის, ელექტრონული აღსრულების, ფაქტების კონსტანტაციის შესახებ.

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები გაუძღვებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42