რესპუბლიკლები ,,გადააგდეს“ - შიდა ინტრიგებმა საარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი ბუნდოვანი გახადა
პოლიტიკა - 16:24, 14 Apr, 2016     4120
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებით ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან. პრეზიდენტის თქმით თუ მთავრობას ექნება რაიმე პრობლემა ფინანასებთან დაკავშირებით, მზად არის, შეეხიდოს პრეზიდენტის ფონდიდან.

თარიღთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ჩნდება. საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ თარიღის გამოცხადებას წინ უძღოდა კონსულტაციები პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მაინც ხდებოდა ურთიერთობების რეგულირება და გადაწყვეტილებების მიღება ორ სახელისუფლო შტოს შორის, ისე როგორც ეს უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში.

თუმცა ამ იდილიამ სულ რაღაც ორი კვირაც ვერ გასტანა, და სახეზეა ხელისუფლბაში გაუკვევლობების ახალი ფაზა.

პრეზიდენტის სურვილი, 6 თვით ადრე ყოფილიყო გაცხადებული არჩევნების თარიღი, რაც მინიმუმ საარჩევნო ვადების კუთხით მაინც, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, უკეთეს მდგომარეობაში აყენებს სუბექტებს, ერთ წამში იქნა გადახაზული მმართველი ძალის მიერ და მხოლოდ მისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმდა დღეს, რაც აშკარად შიდა ინტრიგების გამოძახილიც არის.

ერთი რაც ცხადია, აქ აშკარად იკვეთება შიდასახელისუფლო ინტრიგები.

პრეზიდენტისკენ თითის გაშვრა და ბიუჯეტის საკითხის შემოტანა, აშკარად ჩანს, რომ ყველანაირ საფუძველს იყო მოკლებული, რადგან ხარჯვითი ნაწილი დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ საარჩევნო კამპანია ივნისის ბოლო ივლისის დასაწყისში იწყება, სოლიდურად ზრდის ქართველი გადამხდელების ხარჯებს, ანუ ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს - ბიუჯეტის 60-დღიანი დატვირთვა იზრდება 90 დღემდე.

ჩნდება კითხვა - მაშინ რასთან გვაქვს საქმე? ფაქტია, რომ ყველაფერი ეს პირდაპირ კავშირშია შიდაინტრიგებთან და კოალიციის დაშალ-არმოშალსთან.

ეს რომ არ უკავშირდება ,,ეროვნულ ფორუმს“ ცხადია, რადგან ფორუმმა უკევ დატოვა ყველა ის პოსტი, რომელიც ეკავათ.

ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე არის ჩაბღაუჭებული პოსტებს და ამ მიზეზით არ ტოვებს უმარვლესობას, არის ,,რესპუბლიკური აპრტია“ და ისინი ამას ხან თემატურს უწოდებენ და ხან დროებითს. მაგრამ ფაქტია, რესპუბლიკელები ცდილობენ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ მინისტრის პოსტები, რასაც ალბათ უკავშრებენ საარჩევნო კამპანიის დროს მათ შანსებსა და რესურსებს.

ის, რომ 8 აგვისტოს საარჩევნო კამპანიის დაწყება იყო შეთანხმება ყველასი ყველასთან, აქ განსკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რესპუბლიკელების პირობა, კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, თარიღთან დაკავშრებით ასეთი შეთანხმება დავით უსუფაშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის შედგა, რომლის მიზანიც მინისტრის პოსტების მაქსიმალურად ხანგრძლივი დროით შენარჩეუნება იყო.

რჩება შთაბეჭდილება, რომ მიუხედავად კოალიციის დაშლის წინარე პროცესებისა, ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა, რომელსაც ხელეწიფება რეალურად გადაწყვეტილებების მიღება, მოისურვა, რომ რესპუბლიკელების ხელისუფლებაში ყოფნის ვადები შეზღუდოს. ხოლო თუ ისინი პრემიერის მიერ დაანანოსებული საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ჩაერთვებიან, მაშინ გაუგებარი იქნება, როგორ შეიძლება აწარმოონ კამპანია ოპოზიციური იმიჯით ხელისუფლებაში ყოფნის, მინისტრების პორტფელების ფლობის პირობებში.

პრეზიდენტის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს „რესპუბლიკელების“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი არაადეკვატურს და ღიმილის მომგვრელს უწოდებს:

„რაკი პრეზიდენტმა , როგორც ჩანს ჩათვალა, რომ მე მინდა და თუ არ მეთანხმებით, მაშინ მე მაისში გამოვცემ, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ მაისში გამოცემულ აქტს თუ პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს , რასაც ქვია კონტრასიგნაცია, ეს გახდა ისეთივე პოპულარული ტერმინი, როგორიც იყო კოჰაბიტაცია. კონტრასიგნაცია თუ არც მაისში არ იქნება პრემიერის მხრიდან, პრეზიდენტის ფუჭი გასროლა ვის ემუქრება მაინცდამაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის ადეკვატური შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42