საია-ს ანგარიშში პარლამენტარისთვის პიჯაკის შემოხევის საქმეც მოხვდა
პოლიტიკა - 15:07, 14 Apr, 2016     1427
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშში მოხვდა, საპრლამენტო უმრავლესობის დეპუტატისთვის ე.წ. პიჯაკის შემოხევის შემთხვევაც, რის გამოც სასამართლომ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულები "თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები გახლდნენ.

საია-ს წარმომადგენლის, გოგა ხატიაშვილის განმარტებით, მათთვის სრულიად დაუსაბეუთებელია თუ რატომ მიიღო მოსამართლემ ბრალდებულების პატიმრობა.

"საიამ გამოითხოვა სასამართლოს განჩინება, რომელიც ცალსახად დაუსაბუთებელია. სასამართლო ზოგადად უთითებს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველზე და არ საუბრობს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც ადასტურებს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შეუსრულებლობის საფრთხეებზე", - განაცხადა ანგარიშის წარდგენის დროს გოგა ხატიაშვილმა.

"თავისუფალი ზონის" წარმომადგენლები 2015 წლის 2 ნოემბერს პარლამენტთან რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციაზე მომხდარ ინცინენტთან დაკავშირებით დააკავეს. "თავისუფალი ზონის" წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, დავით ლორთქიფანიძის მიმართ გამოვლენილი ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ედავებოდნენ.

ზემოთ აღნიშნული ანგარიში წარმოდგენილია 1090 სხდომის დაკვირვების შედეგად, რომელიც თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში გაიმართა.

საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშს 2011 წლიდან ახორცილებს. ამ პერიოდში მოხდა საზოგადოებისთვის რვა ანგარიშის წარდგენა. აღნიშნული მონიტორინგი ხორციელდება აშშ საერთაშოროსო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროქტის "კანონის უზენესობის მხარდაჭერა საქართველოში" (PROLOG) მეშვეობით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42