უძველესი დროიდან კაცობრიობა ცხოვრების აზრთან დაკავშრებით არაერთ კითხვას სვამს და ცდილობს მასზე პასუხების მოძებვნს. დღეს მოგითხრობთ იაპონური ლეგენდის შესახებ ბედის წითელ ძაფთან დაკავშირებით, რომელიც აზსნის ჩვენს ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებს.
დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ მთელს ტქვენს სხეულში მიედინება სისხლი, რომელიც, ვენებისა და კაპილარების საშუალებით აღწევს თქვენი ორგანიზმის თითოეულ კუთხე-კუნჭულს და თქვენ სიცოცხლეს გჩუქნით. ამ ურთულეს სქემაში არის ერთი განსაკუთრებული მიმართულება - გულიდან ნეკა თითამდე. ისინი ერთმანეთს მკლავის არტერიით უკავშრდებიან. ნეკა თითი გულის „ნამდვილი წარმომადგენელია“, სწორედ ამიტომ თუ გახსენდებათ ერთი მარტივი „ტრადიცია“, რომელსაც „ნეკი-ნეკისა“ ეწოდება, ანუ „გულით შერიგება“.
იაპონური ლეგენდის თანახმად, ეს კავშირი გულსა და ყველაზე პატარა თითს შორის - არ მთავრდება ნეკა თითით. ნეკა თითიდან „გამოედინება“ უხილავი წითელი ძაფი, რომელიც გვაკავშრებს სხვა ადამიანების წითელ ძაფებთან, ანუ მათ გულებთან.
ისინი ვინც ერთმანეთს ამ ძაფებით უკავშრდებიან, მათი ბედიც გადაჯაჭვულია. ისინი ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან და ერთმანეთის ცხოვრებაზე გავლენასაც მოახდენენ, მიუხედავად დროისა, ადგილისა და მოვლენებისა, რაც მათ ამ მომენტისთვის ჰყოფს. ცხოვრების განმავლობაში ეს ძაფი შესაძლოა აიბურდოს, რაც ორი ადამიანის ერთმანეთთან შეხვედრას ხელს შეუშლის, მაგრამ იგი არასდროს გაწყდება.
სწორედ ამ ლეგენდამ შექმნა ერთობის ფილოსოფია, რომელიც ირწმუნება, რომ ჩვენი ცხოვრებისეული ძალა სცდება ჩვენს სხეულს და გვაერთიანებს სამყაროსთან და მის ენერგეტიკასთან.
ჩვენი წითელი ძაფი განაგებს ჩვენს ბედს.
მასალის გამოყენების პირობები






