მიხეილ მაჭავარიანის თქმით გიორგი მარგველაშვილი ცდილობს „მაგარი ბიჭი გამოჩნდეს“ და ამ კინკლაობაში არჩევნების მთავარი არსი იკარგება:
„კრიზისი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი ერთმანეთის ჯიბრი, საქართველოს მთავრობას, პრეზიდენტსა და რეალურ მმართველს შორის. ეს გადაწყვეტილებაც სამწუხაროდ იმიტომ კი არ არის ნაკარნახევი რომ ქართველ ხალხზე ზრუნავს პრეზიდენტი, ნაკარნახევია რომ თავისი გაიტანოს, რომ გამოჩნდეს ჯინიანი და მაგარი ბიჭი და ამით შეიძლება საერთოდ დაიკარგოს მთავარი- საარჩევნო კამპანიის არსი. საარჩევნო კამპანიის არსი ის კი არ არის ვინ მოიგებს, მთავარი არის ქართველმა ხალხმა მოიგოს და მათი ცხოვრება გაუმჯობესდეს“- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ხელისუფლების არაკვალიფიციურობაზე საუბრობს ენმ-ს წევრი აკო მინაშვილიც, მისი თქმით მმართველმა გუნდმა იმისდა მიუხედავად რომ ბევრი ითათბირა, იურიდიულად გამართული გადაწყვეტილება მაინც ვერ მიიღო. მინაშვილის განცხადებით, იმისდა მიუხედავად თუ როდის დანიშნავენ თარიღს, „ქართულ ოცნებას“ დამარცხება გარანტირებული აქვს:
„ეს არის კიდევ ერთი მაგალითი ამ ხელისუფლების უნიათობის, მავნებლობის და არაკვალიფიციურობის. ესეთი ხელისუფლების პირობებში საქართველო იქნება წარუმატებელი, ამიტომ ეს ხელისუფლება შეიცვლება ძალიან მალე, რომელ თარიღზეც არ უნდა დანიშნონ არჩევნები. ეს არის ძალიან არასერიოზული რომ ამდენი თათბირის შემდეგ ერთი იურისტი არ აღმოაჩნდათ, რომ კანონი წაეკითხა.“- აღნიშნა აკო მინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






