გამოკითხის შედეგების გამოქვეყნებამდე ის პარტიებსა და საელჩოებს გადაეგზავნებათ.
რაც შეეხება ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტს” NDI-იმ პოლიტიკური ნაწილის შედეგები გუშინ გაასაჯაროვა.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.
კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 პროცენტი კი ამბობს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გამოკითხულთა 29 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 16 პროცენტის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, 15 პროცენტისთვის - ნაციონალური მოძრაობა, 9 პროცენტისთვის - თავისუფალ დემოკრატები, 5 პროცენტისთვის - ლეიბორისტული პარტია, 5 პროცენტისთვის - პატრიოტთა ალიანსი.
მასალის გამოყენების პირობები






