პრეზიდენტმა დედაენის დღე საქართველოს მოსახლეობას ყარაჯალადან მიულოცა
პოლიტიკა - 14:46, 14 Apr, 2016     1101
გიორგი მარგველაშვილმა დედაენის დღე საქართველოს მოსახლეობას ყარაჯალადან მიულოცა
„იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით ჩვენს სახელმწიფოს, კიდევ უფრო ძლიერს გავხდით!“ - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ეთნიკურად აზერბაიჯანელებს, გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალას საშუალო სკოლაში, სადაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ ბენეფიციარებს შეხვდა

„ზოგიერთი თქვენთაგანი ალბათ მაშინ დაბადებული არ იყო, მაგრამ გსმენიათ საბჭოთა კავშირში როგორ იდევნებოდა ნებისმიერი განსხვავებული აზრი.
შეუძლებელი იყო ადგილი ჰქონოდა ნებისმიერ დემონსტრაციას, რაიმე ტიპის გამოსვლას. ეს იყო სისტემა, როდესაც ადამიანებს არ ჰქონდათ თავისი აზრის გამოთქმის უფლება და 1978 წელს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ჩვენი აზრის გამოთქმის უფლებისთვის დავესაჯეთ, არამედ წაერთმიათ ჩვენთვის ჩვენი დედაენა - ის ქართული ენა, რომელსაც დღეს თქვენ სწავლობთ და, რომელითაც დღეს თქვენ კონსტიტუციას სწავლობთ.
და აი სწორედ, კონსტიტუციაში გეგმავდნენ ჩაწერას, რომ ქართული არ იქნებოდა სახელმწიფო ენა და, მაშინ გაერთიანდა მთელი საზოგადოება და ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში.
მაშინ მე ვიყავი სწორედ იმხელა, რამხელაც ახლა ამ კლასში არიან ეს ბავშვები. მაშინ პირდაპირ რუსთაველზე გავიდა ჩემი კლასი. ბუნებრივია, ბოლომდე ვერ ვხვდებოდით რა ხდებოდა, მაგრამ მერე და მერე იმის გააზრებამ, თუ რა გააკეთა ჩვენმა საზოგადოებამ მიმიყვანა იმ რწმენამდე, რომ ჩვენ, ყველა ერთად ძალიან ძლიერი ხალხი და საზოგადოება ვართ. 1978 წლის 14 აპრილს, იმ სისტემაში, სადაც ადამიანებს არაფრის უფლება არ ჰქონდათ, ჩვენმა საზოგადოებამ დაიცვა ყველაზე მნიშვნელოვანი, დაიცვა ჩვენი ისტორიული საფუძველი და ფუნდამენტი, დაიცვა უნიკალური ენა, რომელსაც გააჩნია უნიკალური ანბანი და შეძლო ეს გაეტარებინა სახელმწიფოებრივ დონეზე და შეძლო კომუნისტური სისტემისათვის შეეცვლევინებინა პოზიცია. დღეს მე, მთელ ქართულ საზოგადოებას ვულოცავ ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას - ჩვენი სულის გამარჯვებას იმ დიქტატურაზე, რომელიც ცდილობდა ყველაფერი ეროვნული წარეთმია ჩვენთვის.
დღეს ამას თქვენც გილოცავთ განსაკუთრებით და თქვენთან ერთად ვზეიმობ ამ დღეს. კიდევ ერთხელ, იმედი მაქვს, რომ ქართული ენის შესწავლით, კონსტიტუციის შესწავლით, იმ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელებს ახასიათებთ, იმ განსაკუთრებული მეგობრობით, რაც ჩვენ, კავკასიელებს ერთმანეთის მიმართ გვახასიათებს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს საქართველოს კიდევ უფრო ძლიერს გავხდით და კიდევ უფრო წინ წავიყვანთ.
კიდევ ერთხელ, გილოცავთ ამ კურსის წარმატებულ დასრულებასა და კიდევ ერთხელ გილოცავთ 14 აპრილს!“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42