„რაკი პრეზიდენტმა , როგორც ჩანს ჩათვალა, რომ მე მინდა და თუ არ მეთანხმებით, მაშინ მე მაისში გამოვცემ, ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ მაისში გამოცემულ აქტს თუ პრემიერი არ დაეთანხმება და ხელს არ მოუწერს , რასაც ქვია კონტრასიგნაცია, ეს გახდა ისეთივე პოპულარული ტერმინი, როგორიც იყო კოჰაბიტაცია. კონტრასიგნაცია თუ არც მაისში არ იქნება პრემიერის მხრიდან, პრეზიდენტის ფუჭი გასროლა ვის ემუქრება მაინცდამაინც ვერ გავიგე. პრეზიდენტის ეს განცხადება არ არის ადეკვატური შექმნილი პოლიტიკური ვითარებისთვის“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებით ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან. პრეზიდენტის თქმით თუ მთავრობას ექნება რაიმე პრობლემა ფინანასებთან დაკავშირებით, მზად არის, შეეხიდოს პრეზიდენტის ფონდიდან.
მასალის გამოყენების პირობები






