საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ომარ ნიშნიანიძის შეფასებით, საქარტველოს მთავრობამ უკეთ იცის, როდის ჯობია საარჩევნო კამპანიის დაწყება და რა ფინანსური შესაძლებლობები აქვს ამისთვის. ნიშნიანიძე ამ განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ახალი განკარგულების გამოცემას მაისში აპირებს, პრეზიდენტის თქმით თუ მთავრობას ექნება რაიმე პრობლემა ფინანასებთან დაკავშირებით, მზად არის, შეეხიდოს პრეზიდენტის ფონდიდან
„მე მგონი, პრეზიდენტი სხვის ჯიბეში არ უნდა იხედებოდეს. მთავრობამ უკეთესად იცის, რამდენი აქვს და რა შესაძლებლობები. ამიტომ მე გამართლებულად მიმაჩნდა, რომ საარჩევნო კამპანია სამი თვით ადრე დაგვეწყო და პრემიერმა თავისი მოსაზრება ნათლად დააფიქსირა. ერთმანეთის ჯინაზე საქმის გადაწყვეტა არ წაადგება არც საარჩევნო პროცესს და არც ქვეყანას“-განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებით ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან. პრეზიდენტის თქმით თუ მთავრობას ექნება რაიმე პრობლემა ფინანასებთან დაკავშირებით, მზად არის, შეეხიდოს პრეზიდენტის ფონდიდან.
მასალის გამოყენების პირობები






