„კონსტიტუციის მიხედვით ვერც პრეზიდენტი და ვერც პრემიერი ცალკე აღებული ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების თარიღთან დაკავშირებით, საჭიროა ორივეს თანხმობა. ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, სამართლებრივი აქტი როცა გვექნება ხელში მაშინ გვეცოდინება როდის იწყება საარჩევნო კამპანია, თორემ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არავის არ აქვს საკამათო, ჩატარდება 8 ოქტომბერს.“- განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
შეგახსენებთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ პრეზიდენტის ადმინისტრაციას არჩევნების თარიღთან დაკავშირებულ განკარგულებაზე მოტივირებული შენიშვნები გაუგზავნა, გიორგი კვირიკაშვილის მოსაზრებით ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდად აღებული უნდა იყოს 3 თვე, უმჯობესი იქნება, თუკი პრეზიდენტი არჩევნებთან დაკავშირებულ განკარგულებას 8 ივლისს გამოაქვეყნებს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით კი ის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ახალ განკარგულებას 2016 წლის მაისში გამოსცემს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა დოკუმენტი, რომელსაც მთავრობამ ხელი არ მოაწერა, შეთანხმებული იყო თავად მთავრობასთან.
მასალის გამოყენების პირობები






