პარტია "თავისუფალ დემოკრატებს"კიდევ ერთი ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს პროფესორი ალექსანდრე თელია შეუერთდა. თელია საზოგადოებას დღეს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ წარუდგინა და მას ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ მანდატი გადასცა. ალექსანდრე თელია ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’ ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით იმუშავებს.
‘’ ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის უზრუნველყოფისთვის გადადგმული ნაბიჯები სწორი და დროული იყო, რომელიც დაიწყო 2012 წლის შემდეგ, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ამოცანა არის, რომ ამ დაწყებულ კარგ რეფორმას ჰქონდეს კარგი გაგრძელება. ჩემთვის, როგორც ყველა თავისუფალი დემოკრატისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვით . დღეს, ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’ განსაკუთრებული დღე გვაქვს იმიტომ, რომ სწორედ ჯანდაცვის უზრუნველყფაზე, ჩვენი ჯანდაცვის რეფორმის წარმატებით განხორციელებაზე იქნება საუბარი პროფესორ დავით თელიასთან, რომელმაც გადაწყვიტა შემოუერთდეს ‘’თავისუფალ დემოკრატებს’’. ეს ნაბიჯი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სწორედ მისნაირი პროფესიონალები, ქვეყნისთვის გულანთებული ადამიანები ჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ თავი გაართვას ჩვენს წინ მდგარ ამოცანებს და გამოწვევებს. ჯანდაცვის სფერო არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს უკავშირდება თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობას, ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და ბატონი დავითი ყველაზე კარგად შეძლებს შეასრულოს ეს ამოცანა ჩვენთან ერთად. მე მინდა მივესალმო ბატონ დავითს ‘’თავისუფალ დემოკრატებში’’. ჩვენ დიდი ხანია გვქონდა კონსულტაციები, რჩევები თუ როგორი უნდა იყოს ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ჯანდაცვის პოლიტიკის ხედვა. დარწმუნებული ვარ, რომ ‘’თავისუფალი დემოკრატები’’ ასეთ პროფესიონალ ადამიანებთან ერთად 2016 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარმართავენ სწორად და ეფექტურად ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკას’’, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






