ევროპის საბჭო თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებას მნიშვნელოვან ნოვაციად მიიჩნევს
პოლიტიკა - 13:16, 14 Apr, 2016     1105

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ამოქმედება მნიშვნელოვან ნოვაციას წარმოადგენს და ეს დაწესებულება მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, _ აღნიშნულია ევროპის საბჭოს ანგარიშში „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც საქართველოსთან მიმართებით გამოიკვეთა. პოზიტიური შედეგები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემაში განხორციელებული რეფორმისა და სწორი სტრატეგიული ხედვის შედეგია.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, რომელიც 2014 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს, განთავსებულნი არიან მსჯავრდებულები, რომლებსაც

ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვით შეეცვალათ. 2017 წლის იანვრიდან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში, ასევე, განთავსდებიან პირები, ვისაც თავისუფლების შეზღუდვას სასამართლო შეუფარდებს.

დაწესებულების ძირითად მიზანს მსჯავრდებულის საზოგადოებაში რეინტეგრაცია, რეაბილიტაცია და გათავისუფლებისთვის მომზადება წარმოადგენს. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულს შეუძლია დასაქმდეს და თანხა გამოიმუშავოს.

დაწესებულებაში განთავსებულ პირებს შეზღუდული არ აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება. ამასთან, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, მათ შესაძლებლობა აქვთ შაბათ-კვირას დატოვონ დაწესებულების ტერიტორია და ოჯახებში წავიდნენ.

2015 წლის იანვარში თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში სოციალური საწარმო გაიხსნა. პროექტი პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა. მოეწყო ხის გადამამუშავებელი საამქრო, სადაც 2 წლის განმავლობაში, 6 თვიანი შუალედით, სულ მცირე 25 ყოფილი ნარკომომხმარებელი პრობაციონერი, პოტენციური მიგრანტი და ემიგრანტი დასაქმდება.

დაწესებულების ტერიტორიაზე, ასევე, ფუნქციონირებს პურის საცხობი და მაკარონის საწარმო, სადაც თავისუფლებაშეზღუდული პირები არიან დასაქმებულნი. სამუშაოზე მათი შერჩევა წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით განხორციელდა. ამ საწარმოებში დამზადებული პროდუქციის რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში ხდება. პურის საცხობ საწარმოში დღეში 10 ათასი პურის გამოცხობაა შესაძლებელი. მასში დასაქმებულია 8 მსაჯვრდებული, რომელთა ხელფასი დღეში 17,5 ლარია. მაკარონისა და ვერმიშელის საწარმოშიც, ასევე, 8 მსჯავრდებულია დასაქმებული და მათი ყოველდღიური ანაზღაურება 15,5 ლარს შეადგენს.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პირს სრული შესაძლებლობა აქვს გაიაროს პროფესიული გადამზადება, აითვისოს ახალი პროფესია და საზოგადოებაში დაბრუნების შემდეგ, შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყოს.

ევროპის საბჭომ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42