„ძეგვიჰესის“ პროექტზე მემორანდუმი გაფორმდება
პოლიტიკა - 12:45, 14 Apr, 2016     1116
დღეს, საქართველოს მთავრობამ მოიწონა ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია შპს „ჯეო ფაუერს“ შორის დასადები ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ ძეგვში, მდინარე მტკვარზე „ძეგვიჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური საკითხების შესწავლას, მშენებლობას, ფლობასა და ოპერირებას.

„ძეგვი ჰესის“ სავარაუდო დადგმული სიმძლავრე 15,7 მგვტ, ხოლო სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 24მლნ აშშ დოლარია.

მემორანდუმის პროექტის თანახმად, კომპანიას მიენიჭება ექსკლუზიური უფლება 12 თვის განმავლობაში ზემოაღნიშნულ მდინარეზე განახორციელოს სრულყოფილი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, მოამზადოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, ჩაატაროს საჯარო განხილვები და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ წინადადება წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. კომპანია კისრულობს ვალდებულებას, მშენებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში აიღოს მშენებლობის ნებართვა, ხოლო 30 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიიღოს ჰიდროელექტროსადგური.

ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 15 წლის განმავლობაში, სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით ელექტროსადგურის სრული ფაქტობრივი გამომუშავების რეალიზაცია განხორციელდება მხოლოდ საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, ხოლო დანარჩენ თვეებში, კომპანიას შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, მოახდინოს ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ექსპორტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42