„NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგები მთლიანად არის აცდენილი რეალობას. ამას ადასტურებს, პირველ რიგში, შიდა კვლევები, რომლებსაც ვატარებთ პერიოდულად. ბოლო კვლევა ორი თვის წინ ჩავატარეთ. ჩვენსა და მეორე ადგილზე მყოფ პარტიას შორის სხვაობა არის ძალიან დიდი, რამდენჯერმე ვუსწრებთ ამ პოლიტიკურ გაერთიანებას",- აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე გახდება თუ არა საჯარო შიდა კვლევა კობახიძემ თქვა, რომ ეს არ არის გამორიცხული.
ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, შიდა კვლევა ჩაატარა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, რომლითაც ასევე დადგინდა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მეორე ადგილზე გასული პარტიის პროცენტულ მაჩვენებლებს რამდეჯერმე აღემატება.
სამწუხაროდ, NDI ვერ ახერხებს რეალური შედეგების დადებას, ეს პრაქტიკა უკვე წლების განმავლობაში გრძელდება, ასე იყო 2010 წელსაც, 2012-ში და ა.შ ”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებთან მიახლოებული არასოდეს ყოფილა და ის ყოველთვის აცდენილი იყო რეალობას. 2012 წელს კვლევისა და არჩევნების შედეგებს შორის იყო კატასტროფული აცდენა. იგივე მოხდა 2012-13 წლებშიც. ბოლოს არჩევნები ჩატარდა გარდაბანში, რაც ერთგვარი ტესტი იყო „ქართული ოცნებისთვის.“ გარდაბნის არჩევნების შედეგების მიხედვით, შეგვიძლიათ თქვათ, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიას რამდენჯერმე ვუსწრებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების შიდა კვლევების მონაცემებს სააგენტო GHN აქვეყნებს. სააგენტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციის მიხედვით, ოცნების შიდა პარტიული კვლევის შედეგები დიდად არ განსხვავდება NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის მონაცემებისაგან.
როგორც სააგენტო წერს, ქართული ოცნების პარტიული კვლევის შედეგები ასე გამოიყურება - მმართველი პარტია - 33,2%, ნაციონალური მოძრაობა - 30,7%, თავისუფალი დემოკრატები - 7,9%, რესპუბლიკური პარტია - 7,3%.
”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგები გუშინ გამოქვეყნდდა. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.
კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 პროცენტი კი ამბობს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გამოკითხულთა 29 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 16 პროცენტის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, 15 პროცენტისთვის - ნაციონალური მოძრაობა, 9 პროცენტისთვის - თავისუფალ დემოკრატები, 5 პროცენტისთვის - ლეიბორისტული პარტია, 5 პროცენტისთვის - პატრიოტთა ალიანსი.
მასალის გამოყენების პირობები






