"10 ოჯახიდან ადრე 7 გვიჭერდა მხარს, ახლა 4-ია ჩვენი"-ნესტორ რამიშვილი კვაჭანტირაძეს არ ეთანხმება და NDI-ის ენდობა
პოლიტიკა - 12:21, 14 Apr, 2016     2684
ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის შეფასებას, NDI-ის მიერ ჩატარებულ ბოლო კვლევასთან დაკავშირებით, გურიის გუბერნატორის აპარატის მთავარი სპეციალისტი, ნესტორ რამიშვილი გამოეხმაურა, თუმცა კვაჭანტირაძისგან განსხვავებით, ის კონკრეტული მაგალითით შეეცადა რეალობისთვის თვალის გასწორებას: "სამწუხაროდ ქალაქის ერთი უბანი მე თვითონ გადავამოწმე და ათი ოჯახიდან ოთხი იყო ჩვენი".

რა იგულისხმა ბატონმა რამიშვილმა აღნიშნულ კომენტარში და იყო თუ არა ეს მისი მხრიდან ერთგვარი მინიშნება მაჟორიტარისთვის, რომ აღნიშნული კვლევა მაინც და მაინც არ ტყუა, "გურიის მოამბე" ნესტორ რამიშვილს დაუკავშირდა:

ჩვენს კითხვაზე, ენდობა თუ არა ის მოცემულ კვლევებს, პასუხად მივიღეთ, რომ ფაქტი სახეზეა: "ვენდობი თუ არ ვენდობი, ფაქტი არის სახეზე. 10 ოჯახიდან, ჩვენი მხარდამჭერი არის 4".

_ ანუ, ეს ნიშნავს, რომ "ოცნებამ" რეალურად დაკარგა რეიტინგი ?

_ ადრე, 10-დან 7 ჩვენი იყო, ახლა შემცირდა. სამწუხაროდ ასეა.

_ დანარჩენები ვისი მხარდამჭერები არიან?

_ ზოგი იმ პარტიის, ზოგი ამის. "ნაციონალების" არა ყოველ შემთხვევაში.

_ თქვენ როგორ ფიქრობთ, რატომ იკლო თქვენი მხარდამჭერების რიცხვა?

_ ხალხი უკმაყოფილოა, რომ ყველგან მაინც "ნაციონალების" კადრები არიან სამსახურებში. ეს აღიზიანებთ მათ. "ოცნებამ" ვერ შეძლო მათი მომხრეების დასაქმება. კოჰაბიტაციამ შექმნა ეს პრობლემები.

_ კოაბიტაციამ შეგიქმნათ პრობლემები?

_ დიახ. ეს არავის არ მოსწონს.

_ კონკრეტულად, ვის გულისხმობთ, რომელ სამსახურებს?

_ გაიხედეთ, ყველგან ასეა. ყველა სამსახურის ხელმძღვანლად დანიშნულია ყოფილი "ნაციონალი" ფაქტიურად. მაღალ თანამდებობებზეც ასეა.

_ ვისზე საუბრობთ, ქალაქის მერი და გამგებელი არჩეულია თქვენი მხარადამჭერების მიერ, მათ მოადგილეებს გულისხმობთ თუ გუბერნატორს? დანიშნულები რახან ახსენეთ.

_ არა, გუბერნატორი 100%-ი ჩვენია, "ქართული ოცნების". ოზურგეთში ყველამ იცის ვინ არის ნაციოანლი და ვინ არა. ასეთი მიდგომის ბრალია ყველაფერი.

_ ფაქტიურად ამბობთ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეიწირა "ოცნების" რეიტინგი?

_ ნამდვილად ასეა.

_ 2016 წლის არჩევნებზე რისი იმედი გაქვთ?

_ მაგას მოვიგებთ, არ არის მაგაზე ლაპარაკი.

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42