პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა ევროპის საბჭომ რეგიონში სამაგალითოდ აღიარა
პოლიტიკა - 12:00, 14 Apr, 2016     1512
საქართველოს პრობაციის სისტემის მუშაობა ევროპის საბჭოს ანგარიშში _ „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ სამაგალითოდ არის მიჩნეული. ევროპის საბჭოს მაღალი შეფასების საფუძველი სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმა, სწორი სტრატეგიული ხედვა და საქართველოს პრობაციის ეროვნულ სააგენტოში დანერგილი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი სიახლეები გახდა.

პრობაციის სისტემაში რეგულარულად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განახლება, განხორციელდა საკანონდებლო ბაზის ლიბერალიზაცია, ჩატარდა სტრუქტურული და მეთოდოლოგიური რეფორმები.

2016 წელს პრობაციის ეროვნულ სააგენტოშო ორი მნიშვნელოვანი ნოვაცია დაინერგა. 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა არასაპატიმრო სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა, რომელსაც პრობაციის ეროვნული სააგენტო, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, ელექტრონული მონიტორინგის საშუალებების გამოყენებით აღასრულებს. 2016 წლის 1 მარტიდან კი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, სოციალური მუშაკები არასრულწლოვანი ბრალდებულების წინასასამართლო პროცესში ჩაერთვნენ. ისინი მოსამართლისთვის ანგარიშს ამზადებენ, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი აქვს.

პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციაში დიდ როლს თამაშობს ახალი სტრუქტურული ერთეული – სარეაბილიტაციო პროგრამების სამმართველო. მისი ფუნქციაა, ხელი შეუწყოს პირობით მსჯავრდებულებს ცხოვრებისეული პერსპექტივის შექმნასა და ახალი უნარ–ჩვევების შეძენაში. პირობით მსჯავრდებულებს, მათივე საჭიროებების გათვალისწინებით, შესაძლებლობა აქვთ, როგორც საგანამანათლებლო, ასევე სახელობო, დასაქმებითი, გასართობ–გამაჯანსაღებელი, ფსიქო-სოციალური პროგრამებში ჩაერთონ.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პირობით მსჯავრდებულთა დასაქმება არ წარმოადგენს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვალდებულებას, აანალიზებს რა პრობაციონერთა შრომითი უზრუნველყოფის მნიშვნელობას მათი რესოციალიზაციის პროცესში, 2015 წელს სააგენტოს უშუალო ძალისხმევით, 124 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა, მიმდინარე წელს კი – უკვე 46.

პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები აქვს როგორც ევროპის, ისე რეგიონის ქვეყნების პრობაციის სისტემებთან. საქართველოში, გამოცდილების მიღების მიზნით, ხშირად ჩამოდიან დელეგაციები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან და უკრაინიდან. ისინი ინტერესით ეცნობიან იმ საკანონმდებლო აქტებს, რომლებზეც დაფუძნებულია პრობაციის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა. ასევე, იზიარებენ საქართველოს გამოცდილებას მსჯავრდებულის რისკების შეფასებისა და სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის კუთხით, ადგილზე ეცნობიან თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში არსებულ პირობებს და რეგიონული ბიუროების მუშაობას.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს პრობაციის ევროპულ კონფედერაციასთან – CEP. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტმა, მარკ სერონმა, რომელიც საქართველოში სტუმრად ორჯერ იმყოფებოდა, საქართველოს პრობაციის სისტემაში განხორციელებულ რეფორმებს მაღალი შეფასება მიეცა და სააგენტოს საქმიანობის ახალ პერსპექტივებსაც გაუსვა ხაზი.

აღნიშნულ ანგარიშში სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა არის გაანალიზებული.

ევროპის საბჭომ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოაქვეყნა ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“, რომელიც ევროკავშირისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში მომზადდა. დოკუმენტში გაანალიზებულია სისხლის სამართლის სფეროში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის კანონმდებლობა და პრაქტიკა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42