პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა ევროპელ ექსპერტებთან ერთად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა
პოლიტიკა - 11:55, 14 Apr, 2016     1076
14 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა თამარ ქალდანმა ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.

პროექტი ითვალისწინებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონში რამდენიმე პრინციპულ ცვლილებას, რომელთა მიზანია არსებული კანონმდებლობის დახვეწა, მისი ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და ინსპექტორის აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები ასევე უნდა განხორციელდეს 8 სხვა კანონში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

ინსპექტორის აპარატის მიერ მომზადებული საკანონმდებლო წინადადების შესაბამისობა ევროპულ სტანდარტებთან ევროპის საბჭოს ექსპერტთა გუნდმა შეაფასა. შეხვედრაზე ექსპერტებმა წარმოადგინეს მოსაზრებები, რომელთა გათვალისწინებაც საბოლოო პროექტში მოხდება.

შემოთავაზებული ცვლილებებით ფართოვდება კანონის მოქმედების სფერო, აუდიოკონტროლი ექცევა სპეციალური რეგულაციის ქვეშ, მკაცრდება სანქციები ისეთი დარღვევების მიმართ, რომელიც შეეხება დიდი ოდენობით მონაცემთა უკანონო დამუშავებას.

ცვლილებების მიხედვით, ინსპექტორს ენიჭება უფლებამოსილება მოითხოვოს კონტროლის ელექტრონული სისტემისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ორ-ეტაპიანი ელექტრონული სისტემის ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი.

კანონპროექტი ასევე, ითვალისწინებს მონაცემთა დამმუშავებლების თეთრი და შავი სიის შექმნას, სადაც აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონმდებლობის შესრულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან ან სისტემატიურად და უხეშად არღვევენ მას.

მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და ინსპექტორის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, პროექტი ითვალისწინებს მოქალაქეთა განცხადების განხილვისა და ინსპექტირების განხორციელების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებებს, დაიხვეწება საქმის წარმოების ვადები და შემოწმების განხორციელების პროცედურები.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპული სტანდარტების დასამკვიდრებლად მნიშვნელოვანია გაგრძელდეს რეფორმები, ჩვენი მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასეს ევროპელმა ექსპერტებმა და აღნიშნულ წინადადებებს ექსპერტების დასკვნასთან ერთად წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს“ - აღნიშნა ინსპექტორმა.

ღონისძიება განხორციელდა „ევროპის კავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტი მონაცემთა დაცვის უფლების გაძლიერების“ მხარდაჭერით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42