თბილისი პროგრამის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულია
პოლიტიკა - 11:34, 14 Apr, 2016     1276
თბილისი მოხვდა იმ 15 ქალაქსა და რეგიონს შორის, რომელიც მსოფლიოს 45 მონაწილე კანდიდატიდან შეირჩა. შედეგად, საქართველოს დედაქალაქი ჩაერთვება ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში.

„ღია მმართველობის პარტნიორობის“ პროგრამას საფუძველი 2010 წელს პრეზიდენტ ბარაკ ობამას ინიციატივით ჩაეყარა, როდესაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე აშშ-ს პრეზიდენტმა ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის გზით პასუხისმგებლობა აეღოთ მთავრობების საქმიანობის ღიაობაზე, კორუფციასთან ბრძოლასა და სამოქალაქო ჩართულობის ამაღლებაზე. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობაში“ 69 ქვეყანა მონაწილეობს ცენტრალური ხელისუფლებების დონეზე, მათ შორის 2011 წლიდან - საქართველოც. ეს ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, ხელი შეუწყონ გამჭვირვალობას, სამოქალაქო უფლებების გაზრდას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მმართველობის პროცესში.

ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა ნიშნავს, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის გზით მმართველობას გახდის კიდევ უფრო მეტად ღიას, გამჭვირვალეს და მოქალაქეთა ჩართულობაზე ორიენტირებულს. თბილისი და შესარჩევი ეტაპის სხვა გამარჯვებული ადგილობრივი ხელისუფლებები (პარიზი (საფრანგეთი), ონტარიო (კანადა), მადრიდი (ესპანეთი), შოტლანდია (გაერთიანებული სამეფო), ელგეიო მარაკეტი (კენია), ჯალისკო (მექსიკა), სეული (სამხრეთ კორეა) და სხვა) კონსულტაციების შედეგად შეიმუშავებენ სამოქმედო გეგმას, რომლის დამტკიცების შემდეგ დაიწყება გეგმის იმპლიმენტაცია. სამოქმედო გეგმისა და აღებული ვალდებულებების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს OGP „დამოუკიდებელი ანგარიშის მექანიზმის“ (IRM) მეშვეობით.

აღნიშნულ პროგრამაში ჩართვით თბილისი ხდება იმ დიდი ქსელის ნაწილი, რომელიც აერთიანებს სხვა ადგილობრივ ხელისუფლებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებს, სამეცნიერო საზოგადოებასა და სხვა პირებს, რომლებიც მიზნად ისახავენ შეცვალონ და გააუმჯობესონ მმართველობის კულტურა და „ღია მმართველობის პარტნიორობას“ ამ მიზნის მიღწევის საშუალებად მოიაზრებენ.

„ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი პროგრამაში ჩართვისათვის, რადგან OGP მოიაზრება ღია მამრთველობის რეფორმებისა და ამ მიმართულებით ინოვაციების განხორციელების მნიშვნელოვან პლატფორმად. ის, რომ თბილისი მოხვდა მსოფლიოს მასშტაბით გამართული კონკურსის 15 ფინალისტს შორის, თავისთავად მეტყველებს ჩვენი ხედვებისა და საქმიანობის OGP-ის მიზნებთან თანხვედრაზე, თუმცა კიდევ დიდი ძალისხმევაა გასაწევი ამ მიმართულებით. უახლოეს თვეებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ სამოქმედო გეგმის შედგენასა და მის შესრულებაზე. ამ პროცესში ყველა ის უწყება და ორგანიზაცია იქნება ჩართული, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საქართველოში OGP-ის პრინციპების დამკვიდრების მიმართულებით“, განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი მაღალია დაინტერესება ადგილობრივ ხელისუფლებებთან მოქალაქეთა ურთიერთობების პროცესის გაუმჯობესებით... მეამაყება, რომ სწორედ ჩვენი ორგანიზაციაა მსოფლიოს მრავალი საინტერესო და ინოვატორული რეფორმის მხარდამჭერი და ინიციატორი“ - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ აღმასრულებელი დირექტორი, სანჯეი პრადჰანი.

- „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ადგილობრივ ხელისუფლებათა საპილოტე პროგრამის შესახებ ინფორმაცია შეიძლება ნახოთ ამ ბმულზე.

- დამატებითი ინფორმაცია OGP-ის ფარგლებში შემუშავებული სამოქმედო გეგმისა და სხვა ღონისძიებების შესახებ განთავსდება თბილისისი მერიის ვებ-გვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42