"არა ოკუპაციას! არა რასიზმს! დაიცავი დედა ენა!"- "აფხაზთა კრება" დღეს აქციას გამართავს
პოლიტიკა - 10:15, 14 Apr, 2016     2003
დღეს, 14 აპრილს 13.00 საათზე დედაენის ბაღში აფხაზთა კრების ორგანიზაციები გალელი თანამემამულეებისადმი სოლიდარობის აქციას გამართავენ და იმ თანამემამულეებს, რომელთაც საოკუპაციო რეჟიმმა მშობლიურ ენაზე სწავლება აუკრძალა თანადგომას გამოუცხადებენ:

"1978 წელს ქართველმა ერმა მშობლიური ენის დასაცავად უდიდესი სიმტკიცე, ერთსულოვნება და თავგანწირვისათვის მზადყოფნა გამოავლინა. თბილისში გამართული მძლავრი მანიფესტაციის გამო მრისხანე კომუნისტურმა იმპერიამ უკან დაიხია და ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსი შენარჩუნებულ იქნა.

დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში გაცილებით უარესი ვითარებაა. მტერმა მიმდინარე სასწავლო წლიდან გალის რაიონში მთლიანად აიკრძალა ქართულად სწავლება. რუსულმა ადმინისტრაციამ უმძიმესი რასობრივი ჩაგვრის ქვეშ მყოფ 35 ათას ჩვენს თანამემამულეს საბოლოოდ მოუსპო საკუთარ ენაზე ურთიერთობისა და სწავლის უფლება. სამუშაოდან საგანგებოდ ათავისუფლებენ ქართულის მასწავლებელებს იმიტომ, რომ სკოლებში არალეგალურადაც არ მოხდეს ქართულად სწავლება. რუსიფიცირებულია საბავშვო ბაღებიც.

საერთაშორისო სამართლის პრინციპებით, ოკუპაციის პირობებშიც კი სავალდებულოა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების უფლებისა იმ სახელმძღვანელოებით, რომლის შინაარსსაც ოკუპანტი სახელმწიფო ან ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმი შეიძლება არ ეთანხმებოდეს.

გალელთა დევნა-შევიწროების აღმაშფოთებელ ფაქტებზე ჩვენი ხელისუფლება დუმს, რაც კიდევ უფრო აქეზებს რუს ოკუპანტს, ამძიმებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მდგომარეობას.

ჩვენი თანამოძმეები იმედით შემოგვყურებენ ენგურს გაღმიდან. მათი თანადგომა ყველა ჩვენთაგანის ვალია.

დღეს, 14 აპრილს 13.00 საათზე დედაენის ბაღში აფხაზთა კრების ორგანიზაციები ვატარებთ ჩვენი გალელი თანამემამულეებისადმი სოლიდარობის აქციას.

არა ოკუპაციას! არა რასიზმს! დაიცავი დედა ენა!"- აღნიშნულია "აფხაზთა კრების" მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42