საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები ევროპის საბჭომ შეაფასა
პოლიტიკა - 09:50, 14 Apr, 2016     1201
ევროპის საბჭოს შეფასებით, საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე რეფორმები სწორ სტრატეგიულ ხედვას ემყარება და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ემსახურება. ანგარიში - „ციხეების გადატვირთულობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მიმდინარე წლის 13 აპრილს გამოქვეყნდა.

ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მოწოდებულია განაგრძოს რეფორმების გატარება და ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის გზით, პენიტენციური სისტემის მუშაობა კიდევ უფრო გააუმჯობესოს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში 2012 წლიდან მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმა განხორციელდა, რომლის ფარგლებში გაუმჯობესდა პატიმართა უფლებრივი მდგომარეობა; გადაიჭრა დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემა; 4 კვ მ-მდე გაიზარდა მსჯავრდებულთა საცხოვრებელი ფართობი; სამარტოო საკანში ყოფნის ვადა 20 დღიდან 14 დღემდე შემცირდა; გაუქმდა ე.წ. „ფუქსები“ და „კარანტინი“ და ამოქმედდა გონივრული მიღებისა და განთავსების თანამედროვე განყოფილება, სადაც ერთ სივრცეშია უზრუნველყოფილი უსაფრთხოების, სამედიცინო შემოწმების, ფსიქოსოციალური საჭიროებების შეფასებისა და კრიზისის მართვისთვის აუცილებელი ღონისძიებები; სახალხო დამცველსა და პრევენციის ჯგუფის წარმომადგენლებს 2016 წლის 1 სექტემბრიდან პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლება მიენიჭება; შემუშავდა და დაინერგა სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის პროგრამა, რაც მსჯავრდებულთა წარმატებული რეაბილიტაციისა და დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა; შემუშავდა და დაინერგა მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით შეფასებისა და გადანაწილების სისტემა; სამინისტროსთან შეიქმნა სპეციალური საკონსულტაციო საბჭო, რომელიც უზრუნველყოფს სამინისტროსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ეფექტიან დიალოგს; შემუშავდა და დამტკიცდა პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი; გაიზარდა პენიტენციური ჯანდაცვის ბიუჯეტი; გაძლიერდა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებები და ა.შ.

სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მაქსიმალური დაახლოების, არასაპატიმრო სასჯელების დანერგვისა და მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა უფლებების დაცვის, ასევე, მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა დასაქმების მიმართულებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო მუშაობას აგრძელებს და ამ კუთხით, ახლო მომავალში, არაერთი ნოვაციის დანერგვას გეგმავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42