თბილისის მერიის განცხადება
პოლიტიკა - 19:09, 13 Apr, 2016     2464

თბილისის მერია დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ ინტერესთა გამოხატვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 1 მარტს გამოაცხადა ინტერესთა გამოხატვა დედაქალაქში ნაგავდამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისათვის ინვესტიციების მოზიდვის მიზნით,რომელშიც მონაწილეობა მიიღო ცამეტმა კომპანიამ. ინტერესთა გამოხატვის მიხედვით, უპირატესობა მიენიჭებოდა ისეთ კომპანიას, რომელიც არ მოითხოვდა გადასახადს ნარჩენის გადამუშავებისათვის, შესაბამისად, კომისიის გადაწყვეტილებით, კონკურსის ბოლო ეტაპზე გადავიდა 2 კომპანია (შპს ,,კა დე ვე ჯორჯია“, შპს „GLOBAL GREEN ENERGY GROUP“).

ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტაციის მიხედვით, მონაწილე კომპანიებს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 90 დღეში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის უნდა წარმოედგინათ დეტალური ბიზნეს გეგმა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელსაც განიხილავდა შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია. ასევე, კომისიის გადაწყვეტილებით, კომპანიებს მიეცათ რეკომენდაცია, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და დეტალური ბიზნეს გეგმა მოემზადებინათ დიდი ოთხეულის აუდიტორული კომპანიების მიერ (Deloitte, Ernst & Young, PricewaterhouseCoopers, KPMG).

კომპანია Green Energy-მ ვერ წარმოადგინა დასაბუთებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, ამასთან, ბიზნეს გეგმა არ იყო შესრულებული დედაქალაქის მერიის მოთხოვნის შესაბამისად.
აღსანიშნავია, რომ Green Energy-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ვერც იმას ადასტურებდა, თუ როგორ, რა ფინანსური წყაროებით შეძლებდა კომპანია 600 მილიონი ევროს ინვესტირებას დედაქალაქში, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული დოკუმენტაციის წარმოდგენაზე კომპანიას კომისიამ არაერთხელ მიმართა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, უწყებათაშორისმა კომისიამ უპირატესობა მიანიჭა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე მეორე კომპანიას - ,,კა დე ვე ჯორჯია“-ს, რომელიც დედაქალაქში ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობას განახორციელებს.
ამ დროისათვის, გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი პროექტი გადაგზავნილია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში, რათა მომზადდეს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში, რის შემდეგაც დაიწყება პროექტის განხორციელება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42