II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს
პოლიტიკა - 16:41, 13 Apr, 2016     2130
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს. დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა. დროშის გადაბარების ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დასავლეთ სარდლობის სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.

„მინდა მივულოცო მეორე ქვეითი ბრიგადის ახლად დანიშნულ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ბლიაძეს ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხიმგებლო თანამდებობა. მე მას ვიცნობ მისი ჯარისკაცობის პერიოდიდან. ერთად მოგვიწია საბრძოლო მოქმედებებში ყოფნამ, ერთად მოგვიწია სამხედრო სამსახური, ჩემს დაქვემდებარებაშიც იყო და, ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სამხედრო იყო ვისთანაც მქონია ურთიერთობა. რაც შეეხება დღევანდელ ცერემონიალს, ეს არის უდიდესი ღირსების მატარებელი ღონისძიება, რადგან დროშასთან ერთად მეთაური იბარებს ღირსებას, იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, რომ წარმატებით გაართმევს თავს ბრიგადის წინაშე დასმულ ყველა ამოცანას, ასევე გააგრძელებს იმ ტრადიციებს, რომელიც ბრიგადას გააჩნია“, - აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ ძირითადი სამხედრო განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც ოცმეთაურის, ასმეთაურის და ბატალიონის მეთაურის კურსები გაიარა. ასევე დამთავრებული აქვს თურქეთის ომის კოლეჯი.
II ქვეითი ბრიგადის ახალი ხელმძღვანელი ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს „ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“. დღემდე II ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე ასრულებდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42