,,ტიტას ხეს, რომელმაც გადმოსცურა შავი ზღვა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს 100 დღეში“
პოლიტიკა - 16:27, 13 Apr, 2016     1952
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ტიტას ხეს, რომელმაც შავი ზღვა გადაცურა, უფრო მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს მისი პრემიერად მოღვაწეობის 100 დღეში.

"100 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც კვირიკაშვილი პრემიერი გახდა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ის მიმდინარე კვირას ამ 100 დღის შეჯამებას აპირებს. ეს იქნება შეხვედრა, სადაც გაგვაცნობს ალბათ მორიგ გეგმას, რომელიც არ შესრულდება, რადგან როგორც წესი "ოცნების" არცერთი პირობა არ სრულდება.

ჩვენ გვაქვს კითხვები პრემიერთან - როგორ მოახერხა მოსახლეობის 70%-ს ჩაეთვალა, რომ ის სიღარიბეში ცხოვრობს?! როგორ მოხერხდა, რომ 57 % თვლის, რომ კრიმინალი გაიზარდა, 65% თვლის რომ დაუსაქმებელია და მხოლოდ 20 % მიიჩნევს რომ საქართველო სწორად ვითარდება. სამწუხაროა, რომ ქართულმა ოცნებამ ქვეყნის მოსახლეობა უიმედო ადამიანებად გადააქცია.

რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს - 100 დღის განმავლობაში ბევრი ცუდი რამ მოხდა. მაგალითად ერთერთ ოპოზიციის ლიდერს შუა ქალაქში ესროლეს და ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მოხდა. გამოძიებას არ გაუცნია საზოგადოებისთვის მოტივი. ვრცელდება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. რა ხდება საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით? - ერთი ნაბიჯიც არაა წინ გადადგმული იმისთვის, რომ ეს გარემო გაუმჯობესდეს.

ჩვენ რომ შევაჯამოთ ეს 100 დღე, მივიღებთ სურათს, რომ ყველა მიმართულებით ვითარება გაუარესებულია. ტიტას ხეს, რომელმაც გადმოსცურა შავი ზღვა, მეტი წარმატება ჰქონდა, ვიდრე კვირიკაშვილს."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42