უმრავლესობას სურს საკონსტიტუციო სასამართლო იმპოტენტი ორგანო გახადოს - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 16:21, 13 Apr, 2016     1366
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ გიორგი ვაშაძის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის ცვლილებით უმრავლესობა მის პოლიტიკურ დაქვემდებარებას ცდილობს.

"ვფიქრობ, რომ ზალიან მნიშნველოვანი ინიციატივაა, რადგან კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ბედს ეხება. საკონსტიტუციო სასამართლო ესაა გარანტი იმის, რომ საქართველოს კონსიტუტცია დაცული იქნება. ნებისმიერი ქვეყანაში, რომელსაც აქვს საკონსტიტუციო სასამართლო, მას გადამწყვეტი როლი აქვს, რომ კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

დღეს ჩვენ საგანგაშო სიტუაციაში ვართ, რადგან უმრავლესობას ამ ინიციატივით კიდევ ერთი ინსტიტუციის განადგურება უნდა. რომ საკონსტიტუციო სასამართლო იმპოტენტი ორგანო გახადოთ და შეუძლებელი იყოს მის მიერ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ ეს გინდათ, რადგან ამბობთ - თუ ყველა მოსამართლემ, რომელიც საქმეს იხილავდა გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა, ეს გადაწყვეტილება ძალასი არ შედის. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერ 1 მოსამართლეს 9 მოსამართლიდან ვეტოს უფლება აქვს. ამით თქვენ ქმნით სასამართლო სისტემას, რომელიც გსურთ რომ პოლიტიკურ წნეხში გყავდეთ."

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ სერგო რატიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილება, შეიცვალოს საკონსტიტუციო სასამართლოს კანონი, მათი და მთავრობის არაერთი მარცხითაა განპირობებული.

"ჩვენ ვიხილავთ საკონსტიტუციო სასამართლო კანონს, რომლის შეცვლაც უმრავლესობამ გადაწყვიტა. სექტემბრიდან უმრავლესობამ 2-ჯერ პოლიტიკური მარცხი განიცადა, რადგან სამართლებრივი ბრძოლა წააგო - საკონტიტუციო სასამართლოდ დაადასტურა, რომ გიგი უგულავას პატიმრობა არაკონსტიტუციური იყო და ის 1 დღით მაინც გათავისუფლდა. ეს იყო სერიოზული ნიშანი იმისა, რომ უმრავლესობა და მთავრობა არასწორი გზით მიდის.

მეორე ასეთი მარცხი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დახურვა ვერ მოახერხეთ. მაშინ გვაბრალებდით, რომ რევოლუციურ სცენარს ვამზადებდით, მაგრამ არა! ჩვენ მშვიდად, სამართლებრივად დაგამარცხეთ. " - აცხადებს რატიანი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42