მისივე თქმით ხელისუფლებას საგანგაშო სიტუაცია აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც ბოლომდე ამ პარტიის გვერდით იდგებიან:
„ციფრებზე შეიძლება ვიდაოთ, მაგრამ ეს კვლევა ტენდენციების მიხედვით არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის, რომ სახელისუფლებო პარტიას აქვს ასეთი დაბალი პროცენტი, ეს არის საგანგაშო, მართლაც კატასტროფაა მათთვის, რადგან ხელისუფლებას ახასიათებს გარკვეული ხიბლი და მოსახლეობა მას სწორედ იმიტომ აძლევს ხმას, რომ ის არის ხელისუფლებაში. ხელისუფლებას აქვს ადმინისტრაციული რესურსი, ამ კვლევის მიხედვით ეს ციფრი არის ადმინისტრაციულ რესურსზე დაბლა. ასე რომ საგანგაშო მდგომარეობა აქვს მმართველ პარტიას.
„ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ვხედავთ, კვლევიდან კვლევამდე, არჩევნებიდან არჩევნებამდე მოსახლეობის ერთი და იგივე რაოდენობა უჭერს მხარს. როგორც ჩანს მათ ეს ამომრჩეველი გაყვება ბოლომდე.
რაც შეეხება ჩვენს მდგომარეობას, ჩვენი მდგომარეობა არის ოპტიმისტური, რადგან ზრდის ტენდენცია გვაქვს, ჩვენ მეორე არჩევანის მიხედვით ვართ პირველი, მოსახლეობაში ჩვენს მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არ არის. ჩვენ არ ვაფრთხობთ ხალხს, ეს არის ძალიან კარგი.
თუ გავითვალისწინებთ, რომ კვლევის პირველი ნაწილის მიხედვით, ამომრჩევლის უმრავლესობა არის პროდასავლური და ეს ამ კვლევამ კარგად გამოაჩინა, რა თქმა უნდა ჩვენი სწორი მუშაობით, სწორი კომუნიკაციით, ჩვენი პრინციპულობით შეგვიძლია მოვიმხროთ ამომრჩევლები მათ ხარჯზე, რომლებსაც ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილება მიღებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ეს ამომრჩეველი არის დაფიქრებული ამომრჩეველი, ის ხმას იმის მიხედვით აფიქსირებს, რომ ძალიან კარგად იცის, თავისი არჩევანით აყალიბებს თავისი ცხოვრების სულ მცირე 4 წელიწადს. ამ ძალიან დაფიქრებულ ამომრჩეველთან სწორი მუშაობის შედეგად დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მივაღწევთ“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






