“2012 წელს, NDI-ის კვლევების მიხედვით, 12% გვქონდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, პოლიტიკური NDI-ის არცერთი რეიტინგული გამოკითხვა არ შეიძლება, რეალურად მივიღოთ. ორგანიზაცია უკვე ათეული წელია, პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალურ მოძრაობასთან. NDI-ის კვლევები არაა საჭირო იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესახებ ვიცოდეთ და თუნდაც იმის თაობაზე, რომ ადამიანებს, ჯერ კიდევ ძალიან ბევრს, განწყობა არ აქვთ, რომ დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ან არ უნდათ, რომ დააფიქსირონ. ვფიქრობ, სახელმწიფო სტრუქტურებს საკმაო რესურსი აქვს იმისათვის, რომ სწორი სტრატეგიული ხედვის წარმატებაში დაარწმუნოს ამომრჩეველი"- აღნიშნა დეპუტატმა.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდდა. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.
კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 პროცენტი კი ამბობს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
გამოკითხულთა 29 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 16 პროცენტის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, 15 პროცენტისთვის - ნაციონალური მოძრაობა, 9 პროცენტისთვის - თავისუფალ დემოკრატები, 5 პროცენტისთვის - ლეიბორისტული პარტია, 5 პროცენტისთვის - პატრიოტთა ალიანსი.
მასალის გამოყენების პირობები






