ხუხაშვილის თქმით, "ყველა პარტიას უარს ეუბნება ამომრჩვლის უდიდესი უმრავლესობა"
"მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება არიან უმცირესობაში. ეს პოლიტიკური კრიზისია, საშუალო სტატისტიკური ამომრჩეველი თავისი არჩევანის იდენთიფიცირებას. მას არ მოსწონს არც ერთი პარტია. ამას აქვს თავის ლოგიკური ახსნა, მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება ქმნიდნენ მოლოდინებს და მისი შეუსრულებლობა კი იმედგაცრუებით მთავრდება. სამწუხაროდ პრობლემა ამით არ ამოიწურება, რადგან სხვა პარტიებიც ვერაფერს სთავაზობენ მოსახლეობას, ისეთს რაც თუნდაც მესამე ცენტრს გააჩენდა. ფაქტია, რომ ამომრჩეველსა და პოლიტიკოსებს შორის ხიდი ჩატყდა. იმ ამომრჩელსაც კი ვისაც უნდა არჩევნებზე წასვლა მასაც ვერ გაუგია ვის უნდა მისცეს ხმა"- აღნიშნა ხუხაშვილმა.
მისი თქმით, მოვლენები თუ ასე გაგრძელდა საბოლოო ჯამში "სუსტი ლეგიტიმაციის" ხელისუფლება გვეყოლება.
"ეს კი ნიშნავს, შემდგომში რევოლუციური პროცესის განვითარების მაღალ რისკს"- უთხრა "ნიუპოსტს" ექსპერტმა.
კითხვაზე "გამოკითხვა ჩატარდა კოალიციის დაშლამდე და როგორ გადანაწილდება კოალიციის შედეგები" ხუხაშვილმა განაცხადა, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა.
"კოალიციის რეიტინგისთვის, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.ეს ფაქტიურად ივანიშვილის რეიტინგია, ეს არ არის პარტიის რეიტინგი"- დასძინა ხუხაშვილმა.
NDI-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს კოალიცია “ქართულ ოცნებას მხარს 15% დაუჭერდა, “ნაციონალურ მოძრაობას” 13%, ხოლო “თავისუფალ დემოკრატებს 6%, 36%-მა არ იცის ვის დაუჭერს მხარს.
ამასთან 61%-ს არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას არჩევნებზე, 31% კი იცის ვის მისცემს ხმას.
CRRC- საქართველომ 2016 წლის 23 თებერვალიდან – 14 მარტამდე. 3,900 ადამაიანი გამოიკითხა .
მასალის გამოყენების პირობები






