ქეთევან ციხელაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
პოლიტიკა - 13:48, 13 Apr, 2016     1166

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს ჯეფრი ფელტმანს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ სტუმრებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება გააცნო, ასევე ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, გამყოფ ხაზთან მავთულხლართების აღმართვის შედეგად მოსახლეობისთვის შექმნილ პრობლემებზე, გალისა და ახალგორის რაიონში გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვის ფაქტებზე.

ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება კონფლიქტების მოგვარების მხოლოდ მშვიდობიან გზას განიხილავს, ხალხთაშორის კონტაქტების ხელშეწყობის, ნდობის მშენებლობისა და შერიგების გზით. ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ჩართულობის პოლიტიკასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს სთავაზობს იმ სერვისებს და მომსახურებას, რაც საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებს აქვთ და რაც მომავალში ხელმისაწვდომი გახდება პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმატში.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატსა და ჰუმანიტარულ ჯგუფში განხილულ საკითხებს, განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილი მოსახლების დაბრუნების საკითხს, როგორც ცენტრალურ თემას და დღეს მათ ფაქტობრივ მდგომარეობას.

რაც შეეხება სამოქალაქო ინტეგრაციას, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა გაცნო, ასევე ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მათ შორის სახელმწიფო ენის ცოდნის დონის, ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით დაგეგმილ პროგრამებზე და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მეტად ჩართულობის ხელშეწყობის მექანიზმებზე.

შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს როლი, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პროცესში, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტრუმენტის ამოქმედების კუთხით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42