უახლოეს მომავალში დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები - დავით ნარმანია
პოლიტიკა - 13:06, 13 Apr, 2016     1136

თბილისის მერიაში დღეს მთავრობის სხდომა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გზების მოწესრიგებასა და დაწყებული თუ დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ ისაუბრა:

„უახლოეს მომავალში დაგეგმილია გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები აბაშიძის, ბარნოვის, ნუცუბიძის, ჟღენტისა და ჩარგლის ქუჩებზე. ეს გახლავთ ქალაქის საკმაოდ სტრატეგიული, გადატვირთული და რთული მონაკვეთები და მე მინდა დავავალო შესაბამის სამსახურებს, პირველ რიგში, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურს, ასევე, გამგეობებს, ტრანსპორტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები სამუშაოების მოსამზადებლად, სწორად გათვალონ და დაგეგმონ სამუშაოების შესრულების პერიოდები და დრო. ასევე, მოსახლეობას დროულად მიაწოდონ ინფორმაცია დაგეგმილი თუ მიმდინარე საგზაო სამუშაოების შესახებ, რათა მაქსიმალურად იქნეს შემცირებული ქალაქში გადაადგილებისას შექმნილი სირთულეები და სამუშაოები შესრულდეს დადგენილ ვადებში, შესაძლებლობის ფარგლებში კი, კიდევ უფრო ადრეც,“- ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამჟამად, დედაქალაქის მასშტაბით, გზების კაპიტალური და აღდგენითი შეკეთება მიმდინარეობს 11 მისამართზე. კეთდება გლდანის რაიონში ყაზბეგის ქუჩა, ჩუღურეთში ჯავახიშვილისა და ჩიტაიას ქუჩები, ასევე, ამავე რაიონში კაპიტალურად კეთდება ჩეჩელაშვილის ქუჩა, მიმდინარეობს სამუშაოები კრწანისის რაიონში და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში.

მეორე საკითხი, რაზეც დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა, ახალი საბავშვო-ბაღები იყო. დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წლისთვის თბილისში კიდევ 13 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. საბავშვო ბაღებზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია დედაქალაქის იმ უბნებში, სადაც განსაკუთრებით მაღალია სხვაობა მოთხოვნასა და არსებული ადგილების რაოდენობას შორის.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დედაქალაქის მერია 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობას იწყებს. თბილისის მერის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ 13-ვე ბაღი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით და რაც მთავარია, გათვალისწინებული იქნება ენერგოეფექტურობის ელემენტები.

კიდევ ერთი თემა, რაზეც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ ისაუბრა, ბოლო პერიოდში, ოპონენტების მხრიდან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილი მიზანმიმართული კამპანიები იყო.

„თითქოსდა ხალხის პრობლემების მოგვარების მიზნით, პოპულისტურად ცდილობენ თბილისის მთავრობის წინააღმდეგ პროვოკაციული თემების წამოწევას და ამით პოლიტიკური ქულების დაწერას, თუმცა, აქვე ავიწყდებათ ის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მათ თავად უგულებელყვეს ეს პრობლემები, რომელთა მოგვარებაც, სწორედ ამ მიზეზით, ჩვენთვის ახლა გაცილებით დიდ ძალისხმევას უკავშირდება.

მე მინდა, მივმართო მოსახლეობას, ნუ აყვებიან დედაქალაქის მთავრობის წინააღმდეგ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციებს და ნუ ჩაერთვებიან პოლიტიკურად მართულ პროცესებში, რადგანაც ეს ყველაფერი არ კეთდება მათი კეთილდღეობისთვის, არც მათთვის საცხოვრებელი, თუ საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად, არამედ, აღნიშნული კამპანიები ხორციელდება კონკრეტული პირების პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რასაც ხელი არ უნდა შევუწყოთ,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42