„ძალიან საინტერესო შედეგებია, ერთი რაც ნათლად ჩანს არის ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი 61 % არის ჯერ კიდევ გადაუწყვეტელი, ანუ დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი რომელ პარტიას მისცემს ხმას, რაც მიანიშნებს იმას, რომ მოსახლეობაში არის სტაბილური უკმაყოფილება არსებული პარტიებით და პოლიტიკოსებით, ყელში აქვს მოსახლეობას ამოსული ეს პოლიტიკური პარტიები და მოთამაშეები, რომელიც მეოთხედი საუკუნეა ამ ქვეყანაში არასებობენ. არის მოლოდინი ახალი ძალის. რაც სასიხარულოა არის ის რომ 66% არჩევნებზე წასვლას აპირებს , ანუ იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც არ აქვს გადაწყვეტილი ვის მისცემს ხმას, ისინიც კი აპირებენ არჩევნებზე წასვლას. ეს აჩვენებს, რომ ადამიანები არ არიან გადავარდნილი პესიმზში. მთავრობის რეიტინგი არის დავარდნილი, ძალიან რთულად წარმოსადგენია, რამე გააკეთოს საარჩევნო წელს, ერთადერთი პიარზე თუ იქნებიან გადართული და ეცდებიან მოსახლეობა მოატყუონ. ასევე ჩანს, რომ ნაციონალური მოძროაბა ვერ იზრდება, სტაბილური ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ წინა კვლევებს თუ შევადარებთ, რაც აქვს მაჩვენებელი ის აქვს. სხვა მოთამაშეებს როგორც ჩანს დიდი შანსები არ აქვთ. ნათლად ჩანს , რომ მოსახლეობას უნდა რაღაც სიახლე. ჩვენთვის სასიხარულო რაცაა არის ის რომ „გირჩი“ ამ კვლევაში მოხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ძირითად დიგრამაზე არ ვჩანვართ, ვჩანვართ , რომ ჩვენ გვაქვს 3%-ზე ნაკლები მხარდაჭერა, 10 წლოვან ტრადიციულ პარტიებთან ერთად. ჩვენ კი ჯერ ყრილობაც კი არ ჩაგვიტარებია. ეს ადასტურებს, რომ ჩვენ რაღაცნაირად ვპასუხობთ მოსახლეობის ამ მოთხოვნას სიახლეზე და მეორე მხრივ იმ საქმიანობას რასაც ჩვენ პარლამენტში ვახორციელებთ, მოსახლეობიდან გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ გვაქვს შანსები იმ გადაუწყვეტელი მოსახლეობის მხარდაჭერა მოვიპოვოთ.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






