გენდერული კვოტის შემოღებას ძალიან მნიშვნელოვნად მიიჩნევს გამოკითხულთა 9 %. მნიშვნელოვნად მიაჩნია 45%, უმნიშვნელოა 25%-სთვის და სრულიად უმნიშვნელოდ მიაჩნია 9%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 12 %-ს. ამასთან იმ ადამიანების შეხედულებებთან, რომლებიც გენდერულ კვოტირებას მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ყველაზე ახლოს მდგომი პარტია 54%-სთვის ქართული ოცნებაა, 56%-სთვის ენმ, 57%-სთვის „ თავისუფალი დემოკრატები“, უმნიშვნელოა შეხედულებებით ქართულ ოცნებასთან ახლოს მდგომი 35%-სთვის, ენმ-ს თანამოაზრეთა 33%-სთვის, და თავდემების 35%-სთვის.
გამოკითხვა 2016 წლის 23 თებერვლიდან - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,6%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC-საქართველო.
მასალის გამოყენების პირობები






