"თავისუფალი დემოკრატების" მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ არსებობს - აბაშიძე NDI-ის კვლევაზე
პოლიტიკა - 12:29, 13 Apr, 2016     1539
"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე დარწუნებულია, რომ ამომრჩეველთა 61 პროცენტიდან, რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას, არჩევნებზე გადაწყვეტილებას სწორედ ალასანიას გუნდის სასიკეთოდ გააკეთებს.

როგორც აბაშიძემ "ნიუპოსტს" NDI-ის დღეს გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას განუცხადა, "თავისუფალი დემოკრატების" მაჩვენებელი მზარდია.

"სხვა პოლიტიკური ძალებისგან განსხვავებით, თავისუფალი დემოკრატები ყველაზე მზარდად გამოიყურებიან. მეორე არჩევანსაც თუ მიაქცევდით ყურადღებას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქაც ჩვენ პარტიას აქვს. ასევე ძალიან საინტერესოა შეკითხვა - რომელ პოლიტიკურ პარტიას არასდროს დაუჭერდით მხარს, სადაც ჩამონათვალში ყველა პარტია გარდა თავისუფალი დემოკრატებისა. გამოკითხვის მიხედვით ნეგატიური დამოკიდებულება "თავისუფალი დემოკრატების" მისამართით არ არსებობს საზოგადოებაში. გამომდინარე აქიდან თავისუფალ დემოკრატებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ის ამომრჩეველი (61 პროცენტი) მოვიზიდოთ, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" აბაშიძემ.

მისი თქმით, ის იმედგაცრუება, რომლიც საზოგადოებაში "ქართული ოცნებამ" დაიმსახურა NDI-ის კვლევაში აისახა.

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდდა. ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო.

კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 პროცენტი კი ამბობს, რომ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

გამოკითხულთა 29 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 16 პროცენტის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს დგას ქართული ოცნება, 15 პროცენტისთვის - ნაციონალური მოძრაობა, 9 პროცენტისთვის - თავისუფალ დემოკრატები, 5 პროცენტისთვის - ლეიბორისტული პარტია, 5 პროცენტისთვის - პატრიოტთა ალიანსი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42