NDI-ს კვლევის თანახმად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს პროცენტული მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:
არცერთი პარტია - 29%, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 16%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 15%, კითხვაზე პასუხი არ აქვს 11%-ს, თავისუფალი დემოკრატები - 9%, ლეიბორისტული პარტია - 5%, პატრიოტთა ალიანსი - 5%, კითხვაზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა 5%-მა, სხვა პარტია აირჩია - 7%-მა,.
კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ტქვენი აზრით რომელი პარტია გაიმარჯვებდა, პასუხების პროცენტული მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:
კითხვაზე პასუხი არ იცის - 43%-მა, კოალიცია ქართული ოცნება - 31%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 11%, არცერთი პარტია - 5%, თავისუფალი დემოკრატები - 4%, პასუხზე უარი განაცხადა - 3%-მა, სხვა პარტია - 5%.
კითხვაზე ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მიიღებდნენ თუ არა მონაწილეობას, 66% პასუხობს, რომ სავარაუდოდ მიიღებს, 34% კი არ მიიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






