„შალვა მსხვერპლია საკუთარი ოდიოზური იმიჯის, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს“- რას ჰყვება თეა აბაშმაძე ყოფილ მეუღლეზე
სოც.მედია - 12:01, 13 Apr, 2016     6345
შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე, მისი სამი შვილის დედა, თეა აბაშმაძე, სოციალურ ქსელში საკმაოდ ვრცელ წერილს აქვეყნებს, რომელის საშუალებითად ცდილობს გადმოსცეს საკუთარი აზრი იმ ამბებთან დაკავშირებით რაც ბოლო პერიოდში შალვას ირგვლივ განვითარდა.

„შალვა რამიშვილი ჩემი შვილების მამაა და ნებისმიერი თემა, რომელიც ბავშვების ფსიქიკას ოდნავ მაინც მიაყენებს ზიანს, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ამიტომ, თავს ვალდებულად ვთვლი გამოვეხმაურო ამ მორიგ სკანდალს, ჩემს ყოფილ ქმართან დაკავშირებით.
ჩვენ 14 წელი ვიცხოვრეთ ერთად, გვყავს სამი შვილი და უამრავი მოგონება გვაკავშირებს, კარგიც და ცუდიც. ეს გამოცდილება მაძლევს უფლებას ვიფიქრო, რომ მე ყველაზე უკეთ ვიცნობ ამ ადამიანს. ადამიანს, რომელიც გამორჩეულად ნიჭიერი, უსაზღვროდ შრომისმოყვარე და თავისი საქმის პროფესიონალია. მაგრამ ამასთან ერთად არის ეგოცენტრული და ზოგჯერ მერკანტილურიც, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იოლად დავაბრალოთ ნებისმიერი რამ.
ეს დღეები უამრავი ადამიანი ლანძღავს შალვას და წინასწარ გამოაქვს დასკვნები, თუმცაღა ყოველ მათგანს ავიწყდება, რომ სანამ სასამართლო არ იტყვის, რომ დანაშაული მოხდა, მანამდე ადამიანი უდანაშაულოა. არ ფიქრობენ იმასაც, რომ შესაძლოა ამას შვილები და ოჯახის წევრებიც კითხულობენ და ითრგუნებიან.
ასევე არასწორად მიმაჩნია, რომ შალვას მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებში მორალური მომენტი ასე ინტენსიური და დომინანტურია. ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება მოწონდეს ვინც უნდა და რამდენი ადამიანიც უნდა, თუ კანონს არ დაარღვევს. არ მგონია, მხოლოდ იმიტომ უნდა ვთელავდეთ ადამიანს, რომ ჩვენ არ გვგავს, რომ ვიღაც თუნდაც ცოლს ღალატობს ან ქმარს, ეს ყველაფერი ადამიანის პირადი ცხოვრებაა და არავის აქვს უფლება ასწავლოს სხვას როგორ უნდა იცხოვროს. ვფიქრობ, ამაზე მეტი უნდა ვიფიქროთ, მითუმეტეს ახლა, როცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამაზრზენი ბუმია ქვეყანაში. უნდა ვხედავდეთ, რომ არ შეიძლება ადამიანის ცხოვრების გაწირვა და დანგრევა, თუნდაც სრულიად არ გვესიმპატიურებოდეს ის. ადამიანის პირადი ცხოვრება და მისი ხელშეუხებლობა არის საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება.
ამ ყველაფრის დაწერა იმიტომ არ გადავწყვიტე, რომ შალვა დავიცვა, მე მასთან აღარაფერი მაკავშირებს. მინდა უბრალოდ ვთქვა ის სიმართლე, რომელიც ჩემთვისაა ცნობილი და რაც ჩემს შვილებსაც ვუთხარი: ქალზე ძალადობა ყოველთვის სისუსტედ მიაჩნდა შალვას და ჩვენი თანაცხოვრების მანძილზე ის არასოდეს ყოფილა მოძალადე. ისევე როგორც არ არის გამომძალველი, თუმცა ამ ბრალდებით ოთხი წელი გაატარა ციხეში.
ის უბრალოდ მსხვერპლია საკუთარი ოდიოზური იმიჯის, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარს. ეს არის მთელი მისი პრობლემაც და მისი სიმდიდრეც“-წერს თეა აბაშმაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42