"ჩვენ ყველა ვხედავთ, როგორ კატასტროფულად ეცემა "ქართული ოცნების" რეიტინგი. მათი პოპულარობა თანდათანობით ეცემა, "ნაციონალური მოძრაობის მაჩვენებელი კი იზრდება". წინა კვლევებთან შედარებით ჩვენი რეიტინგები არის გაზრდილი და მმართველ გუნდსა და ჩვენს შორის არის ორი 1 % - იანი სხვაობა. კითხვაზე "რომელი პოლიტიკური პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს აქაც საკმაოდ ახლოს ვართ მაჩვენებელში"- განუცხადა "ნიუპოსტს" სერგო რატიანმა.
მისი თქმით, ,,15-პროცენტიანი სამთავრობო პარტია ნიშნავს იმას, რომ მათ ამომრჩეველი და მხარადმჭერი აღარ ჰყავთ".
რაც შეეხება NDI -ს კიდევ ერთ გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 31 პროცენტი მიიჩნევს, რომ არჩევნებში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, ენმ-ს წევრი ამბობს, რომ ეს მოლოდინებია და არა მხარდაჭერის გამოხატულება.
"იმ პირობებში, როცა გადაუწყეტელი ხმათა რაოდენობა არის ბევრი, ეს ნიშნავს იმას რომ ოპოზიცია ერთმნიშვნელოვნად იგებს. ჩვენ ვართ პირველ ადგილზე. სამუშაო არის ბევრი, უნდა მოვახერხოთ რომ გზავნილები მივიტანოთ ამომრჩევლამდე. იმ პირობებში როდესაც 2012 წლიდან ქართულმა ოცნებამ ქვეყანა მძიმე ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, მოსახლეობის 81 % ამბობს რომ ეს არის ერთმნიშვნელოვნად ხელისუფლების ბრალია.
NDI -ს კვლევის მიხედვით, ხვალ რომ არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 15% კოალიცია ქართულ ოცნებას ასახელებს, 13% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თავისუფალ დემოკრატებს 6%, ლეიბორისტულ პარტიას 4%, პატრიოტთა ალიანსს კი 3% გამოკითხულთა 38%-ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.
ამასთან NDI-ს კვლევის თანახმად, ამომრჩეველთა 61 %-ს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 % -ს გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა.
საქართველოს მასშტაბით კვლევის საველე სამუშაოები 23 თებერვლიდან 14 მარტამდე პერიოდში ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900 - მა პირმა პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე მიიღო. საზოგადოების განწყობის 2016 წლის მარტის კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC ჩაატარა.
მასალის გამოყენების პირობები






